Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანუკა გოგიჩაიშვილს ულამაზესი დედამთილი ჰყავს – ნახეთ კობა ნაყოფიას ყოფილი ცოლის ფოტოები

© Facebook / Nanuka Gogichaishviliნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი გასული წლის აგვისტოში პირველი შვილის აივი-ნიკოლის დედა გახდა, შესაბამისად, მისი დედამთილი ელგა სოფია – მეორე შვილიშვილის ბებია. ნიკოლოზ ნაყოფიას პირველი ქორწინებიდან მოდელ ხათუნა სხირტლაძესთან ერთი შვილი ჰყავს.
გოგიჩაიშვილი ხელმომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. ამჯერად იგი მეუღლესთან, ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიასთან და პატარა აივი-ნიკოლთან ერთად ბაკურიანში იმყოფება და ულამაზეს კადრებს აქვეყნებს. ფოტოებს აქტიურად ეხმაურება ახალგაზრდა ბებია და კომენტარებს არ იშურებს.
ელგა სოფიას ორი შვილი ჰყავს – ნიკოლოზი და მუსიკოსი ნატალია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კობა ნაყოფია და ელგა სოფია დაშორდნენ და ნაყოფიას რამდენიმე წელია ახალი ოჯახი - 20 წლით უმცროსი ცოლი და მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0