მებაჟეებმა 80 ათას აშშ დოლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

© Pixabay / pasja1000დოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
კანონდამრღვევ პირებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით ქვეყანაში არადეკლარირებული თანხის შემოტანას ცდილობდნენ.
კერძოდ, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „თბილისის აეროპორტი“ მებაჟე-ოფიცრებმა აღნიშნული პირების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა, ჯამში 82 ათასი დოლარი გამოავლინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 2.518.324 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით) შეეფარდათ.
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა და გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0