https://sputnik-georgia.com/20220201/me-mxolod-aset-obieqtebs-vestumrebi-kulumbegovi-mwvane-pasportebis-gauqmebas-exmaureba-264067832.html
„მე მხოლოდ ასეთ ობიექტებს ვესტუმრები“: კულუმბეგოვი „მწვანე პასპორტის“ გაუქმებას ეხმაურება
„მე მხოლოდ ასეთ ობიექტებს ვესტუმრები“: კულუმბეგოვი „მწვანე პასპორტის“ გაუქმებას ეხმაურება
Sputnik საქართველო
საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.
2022-02-01T20:45+0400
2022-02-01T20:45+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250705380_0:5:1362:771_1920x0_80_0_0_507a35115c942a8d045a62b0676ae4c0.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ე.წ. მწვანე პასპორტის ვალდებულების გაუქმების ფონზე ბიზნეს-სექტორმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ახალი ტესტით, ან ვაქცინაციის სტატუსით, წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს და მიზეზად „ომიკრონ" შტამის გავრცელების სწრაფი ტემპი და ვირუსის სუსტი მიმდინარეობა, ასევე მსოფლიო პრაქტიკა დაასახელეს.კოვიდ-პასპორტის აღება უვადოდ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს (თუ ვირუსის დადასტურებიდან მინიმუმ 14 დღე გავიდა), ხოლო შეზღუდული ვადით – PCR–ტესტის (72 საათი) ან სწრაფი ტესტის (24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.კოვიდ-პასპორტის ან QR-კოდის წარდგენა აუცილებელი იყო რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში და ა.შ.საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა" დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები".დღეს, 1 თებერვალს დაფიქსირდა 24.201 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 15 ათასს გადააჭარბა.წყარო - ბიძინა კულუმბეგოვის Facebook-გვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250705380_64:0:1299:926_1920x0_80_0_0_3fb5f36c83d180876ece31acf4fc1755.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულუმბეგოვი „მწვანე პასპორტი“ გაუქმება
კულუმბეგოვი „მწვანე პასპორტი“ გაუქმება
„მე მხოლოდ ასეთ ობიექტებს ვესტუმრები“: კულუმბეგოვი „მწვანე პასპორტის“ გაუქმებას ეხმაურება
20:45 01.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ე.წ. მწვანე პასპორტის ვალდებულების გაუქმების ფონზე ბიზნეს-სექტორმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ახალი ტესტით, ან ვაქცინაციის სტატუსით, წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს და მიზეზად „ომიკრონ" შტამის გავრცელების სწრაფი ტემპი და ვირუსის სუსტი მიმდინარეობა, ასევე მსოფლიო პრაქტიკა დაასახელეს.
„კერძო ბიზნესმა, და არა მარტო, უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით). ეს წესი მინიმუმ შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს. მე პირადად მხოლოდ ასეთ ობიექტებზე ვაპირებ სტუმრობას“, – დაწერა კულუმბეგოვმა.
კოვიდ-პასპორტის აღება უვადოდ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს (თუ ვირუსის დადასტურებიდან მინიმუმ 14 დღე გავიდა), ხოლო შეზღუდული ვადით – PCR–ტესტის (72 საათი) ან სწრაფი ტესტის (24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.
კოვიდ-პასპორტის ან QR-კოდის წარდგენა აუცილებელი იყო რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში და ა.შ.
საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა" დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები".
დღეს, 1 თებერვალს დაფიქსირდა 24.201 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 15 ათასს გადააჭარბა.