https://sputnik-georgia.com/20220201/herpesi-simptomebidagamomwvevi-mizezebi-264061339.html
ორგანიზმის მუდმივი ბინადარი: ჰერპესის სიმპტომები ასაკის მიხედვით
ორგანიზმის მუდმივი ბინადარი: ჰერპესის სიმპტომები ასაკის მიხედვით
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ინფექცია, რომლითაც სტატისტიკურად მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ია ინფიცირებული, ადამიანის ორგანიზმში ბუდობს და პერიოდულად ვლინდება... 01.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-01T17:00+0400
2022-02-01T17:00+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/01/264061205_411:218:1586:879_1920x0_80_0_0_ed6d90a79431a5b36fe1f4df06e226b5.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ინფექცია, რომლითაც სტატისტიკურად მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ია ინფიცირებული, ადამიანის ორგანიზმში ბუდობს და პერიოდულად ვლინდება სხეულის სხვადასხვა ადგილზე, წერს გამოცემა Daily Express-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.საუბარია ჰერპესის ვირუსზე, რომელიც ჰაერწვეთოვანი, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო ან სქესობრივი გზით გადადის ადამიანიდან ადამიანზე.გარდა ამისა, ინფექცია შეიძლება დედამ ბავშვს მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს, ასევე ორსულობისას გადასდოს პლაცენტის გავლით.სპეციალისტების თქმით, ჰერპესის ვირუსი, მოხვდება რა ადამიანის ორგანიზმში, სამუდამოდ რჩება იქ. ვირუსი მასპინძელი უჯრედის შიგნით „იმალება“ და მიუწვდომელია იმუნური უჯრედებისთვის, რომლებიც აღმძვრელებს ანადგურებენ.ორგანიზმში დაბუდებული ვირუსი სხვადასხვა ვითარებაში აქტიურდება და უტევს მას. ეს შემთხვევებია:ამასთან, ინფექციის სიმპტომები შესაძლოა მკვეთრად გამოვლინდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი სტეროიდული ჰორმონების შემცველ მედიკამენტებსა თუ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებს.ჰერპესის სიმპტომებისპეციალისტების თქმით, ჰერპესის ინფექციის გამოვლინება დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და მისი იმუნიტეტის მდგომარეობაზე.6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს ყველაზე ხშირად ჰერპესული სტომატიტი უვითარდებათ, რომლისთვისაც ინტოქსიკაციის ნიშნები და ტემპერატურის აწევაა დამახასიათებელი. ამ დროს პირის ღრუში ჩნდება გამჭვირვალე შიგთავსის მქონე ბუშტუკების ჯგუფი.უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰერპესი ტუჩების კუთხეებში და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედში ჩნდება — ასევე ბუშტუკების სახით, რომელიც ქავილს იწვევს.ზრდასრული ადამიანების ჰერპესის ვირუსით პირველადი ინფიცირებისას სიმპტომები უფრო გამოხატულია, ვიდრე შემდგომი რეციდივებისას. ამ დროს ავადმყოფს აწუხებს თავის ტკივილი, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, ეწყება ჟრჟოლა, უმადობა და შესაძლოა ძილის დარღვევებიც.სიწითლე, შემდეგ კი დამახასიათებელი ბუშტუკები მათ ტუჩებზე უჩნდებათ, ცხვირის ნესტოების სიახლოვეს. ზოგ შემთხვევაში დიდდება ყბისქვეშა ლიმფური კვანძებიც.ზოგ შემთხვევაში ჰერპესის ვირუსი თავის ტვინის გარსს ან ქსოვილს აზიანებს. ეს ჰერპესული ნეიროინფექციაა, რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:ექიმების თქმით, თუ დაავადების დიაგნოზი დროულად არ დაისვა, არსებობს ლეტალური შედეგის რისკიც.გაითვალისწინეთ: დაუშვებელია დიაგნოზის თვითნებური დასმა და თვითმკურნალობა! ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.წყარო: Daily Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/01/264061205_108:0:1815:1280_1920x0_80_0_0_1b56f5ad90ce80422bfd63b85f1eca78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ინფექცია, რომლითაც სტატისტიკურად მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ია ინფიცირებული, ადამიანის ორგანიზმში ბუდობს და პერიოდულად ვლინდება სხეულის სხვადასხვა ადგილზე, წერს გამოცემა Daily Express-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
საუბარია ჰერპესის ვირუსზე, რომელიც ჰაერწვეთოვანი, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო ან სქესობრივი გზით გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
გარდა ამისა, ინფექცია შეიძლება დედამ ბავშვს მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს, ასევე ორსულობისას გადასდოს პლაცენტის გავლით.
სპეციალისტების თქმით, ჰერპესის ვირუსი, მოხვდება რა ადამიანის ორგანიზმში, სამუდამოდ რჩება იქ. ვირუსი მასპინძელი უჯრედის შიგნით „იმალება“ და მიუწვდომელია იმუნური უჯრედებისთვის, რომლებიც აღმძვრელებს ანადგურებენ.
ორგანიზმში დაბუდებული ვირუსი სხვადასხვა ვითარებაში აქტიურდება და უტევს მას. ეს შემთხვევებია:
გაციებისა და თუ გადახურების შედეგად დაქვეითებული იმუნიტეტი;
მწვავე რესპირატორული დაავადებები;
ამასთან, ინფექციის სიმპტომები შესაძლოა მკვეთრად გამოვლინდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი სტეროიდული ჰორმონების შემცველ მედიკამენტებსა თუ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებს.
სპეციალისტების თქმით, ჰერპესის ინფექციის გამოვლინება დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და მისი იმუნიტეტის მდგომარეობაზე.
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს ყველაზე ხშირად ჰერპესული სტომატიტი უვითარდებათ, რომლისთვისაც ინტოქსიკაციის ნიშნები და ტემპერატურის აწევაა დამახასიათებელი. ამ დროს პირის ღრუში ჩნდება გამჭვირვალე შიგთავსის მქონე ბუშტუკების ჯგუფი.
უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰერპესი ტუჩების კუთხეებში და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედში ჩნდება — ასევე ბუშტუკების სახით, რომელიც ქავილს იწვევს.
ზრდასრული ადამიანების ჰერპესის ვირუსით პირველადი ინფიცირებისას სიმპტომები უფრო გამოხატულია, ვიდრე შემდგომი რეციდივებისას. ამ დროს ავადმყოფს აწუხებს თავის ტკივილი, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, ეწყება ჟრჟოლა, უმადობა და შესაძლოა ძილის დარღვევებიც.
სიწითლე, შემდეგ კი დამახასიათებელი ბუშტუკები მათ ტუჩებზე უჩნდებათ, ცხვირის ნესტოების სიახლოვეს. ზოგ შემთხვევაში დიდდება ყბისქვეშა ლიმფური კვანძებიც.
ზოგ შემთხვევაში ჰერპესის ვირუსი თავის ტვინის გარსს ან ქსოვილს აზიანებს. ეს ჰერპესული ნეიროინფექციაა, რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:
სხეულის ტემპერატურის მატება;
კისრის კუნთების დაჭიმულობა;
ფსიქომოტორული აღგზნება (კრუნჩხვების ჩათვლით).
ექიმების თქმით, თუ დაავადების დიაგნოზი დროულად არ დაისვა, არსებობს ლეტალური შედეგის რისკიც.
გაითვალისწინეთ: დაუშვებელია დიაგნოზის თვითნებური დასმა და თვითმკურნალობა! ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.