https://sputnik-georgia.com/20220201/dimitri-xundaze-saqartvelo-demografiuli-krizisis-zrvarzea-264068904.html
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზეა
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზეა
Sputnik საქართველო
კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვნად აისახა საქართველოს დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, მიიჩნევს დიმიტრი ხუნდაძე
2022-02-01T21:17+0400
2022-02-01T21:17+0400
2022-02-01T22:32+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს შესაძლოა ბუნებრივი მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს, განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.მარტო 2021 წელს კორონავირუსის პანდემიამ 11.332 ადამიანი შეიწირა.მისი თქმით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის კომიტეტი გადახედავს სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტს, რომელიც 2016 წელს არის მიღებული.„კომიტეტი მიუბრუნდება 2016 წელს ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტს და სამოქმედო გეგმაზე განაახლებს მუშაობას, რისთვისაც, მიუხედავად პარტიულობისა, ყველას მხარდაჭერა იქნება აუცილებელი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.2020 წელს ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა მოსახლეობის უარყოფითი მატება. ის 2021 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიმიტრი ხუნდაძე საქართველო დემოგრაფიული კრიზისი ზღვარი
დიმიტრი ხუნდაძე საქართველო დემოგრაფიული კრიზისი ზღვარი
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზეა
21:17 01.02.2022 (განახლებულია: 22:32 01.02.2022) კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვნად აისახა საქართველოს დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, მიიჩნევს დიმიტრი ხუნდაძე.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს შესაძლოა ბუნებრივი მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს, განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
მარტო 2021 წელს კორონავირუსის პანდემიამ 11.332 ადამიანი შეიწირა.
„სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიის ნეგატიური შედეგები დემოგრაფიულ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს. შესაძლოა, 2021 წელს ბუნებრივი მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდეს ბოლო 60 წლის მანძილზე“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის კომიტეტი გადახედავს სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტს, რომელიც 2016 წელს არის მიღებული.
„კომიტეტი მიუბრუნდება 2016 წელს ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტს და სამოქმედო გეგმაზე განაახლებს მუშაობას, რისთვისაც, მიუხედავად პარტიულობისა, ყველას მხარდაჭერა იქნება აუცილებელი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
2020 წელს ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა მოსახლეობის უარყოფითი მატება. ის 2021 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდა.