https://sputnik-georgia.com/20220131/zurab-zviadaurs-qalishvili-eyola-264030684.html
„დაიბადა მართა ზვიადაური...“ – ზურაბ ზვიადაურს 17 წლის ნანატრი ქალიშვილი ეყოლა
„დაიბადა მართა ზვიადაური...“ – ზურაბ ზვიადაურს 17 წლის ნანატრი ქალიშვილი ეყოლა
Sputnik საქართველო
ზურაბ ზვიადაური, რომელსაც აგვისტოში დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, გოგონას მამა გახდა. 31.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-31T19:01+0400
2022-01-31T19:01+0400
2022-01-31T22:33+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249023776_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_bf2fce039dc06ec489aba5257b15b8d6.jpg
ზურაბ ზვიადაური გოგონას მამა გახდა. 17-წლიანი ლოდინის შემდეგ ქართველ ძიუდოისტსა და ოლიმპიურ ჩემპიონს გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა დაარქვეს. ზურაბ ზვიადაური და ხათუნა ჭინჭარაული მას შემდეგ დაოჯახდნენ, რაც წლების წინ სპორტსმენი ოლიმპიადიდან გამარჯვებული დაბრუნდა.2021 წლის აგვისტოში ზვიადაურების ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო კიდევ ერთი პირი დაიჭრა.პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა, თავის მხრივ, იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი. ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.29 დეკემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიების პერიოდში ზურაბ ზვიადაური 50.000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249023776_0:0:941:706_1920x0_80_0_0_768c8819f22d44838c2b19b1aeb65272.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ზურაბ ზვიადაური ნანატრი ქალიშვილი 17 წელი
ზურაბ ზვიადაური ნანატრი ქალიშვილი 17 წელი
„დაიბადა მართა ზვიადაური...“ – ზურაბ ზვიადაურს 17 წლის ნანატრი ქალიშვილი ეყოლა
19:01 31.01.2022 (განახლებულია: 22:33 31.01.2022) ზურაბ ზვიადაური, რომელსაც აგვისტოში დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, გოგონას მამა გახდა.
ზურაბ ზვიადაური გოგონას მამა გახდა. 17-წლიანი ლოდინის შემდეგ ქართველ ძიუდოისტსა და ოლიმპიურ ჩემპიონს გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა დაარქვეს. ზურაბ ზვიადაური და ხათუნა ჭინჭარაული მას შემდეგ დაოჯახდნენ, რაც წლების წინ სპორტსმენი ოლიმპიადიდან გამარჯვებული დაბრუნდა.
2021 წლის აგვისტოში ზვიადაურების ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო კიდევ ერთი პირი დაიჭრა.
პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა, თავის მხრივ, იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი. ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
29 დეკემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიების პერიოდში ზურაბ ზვიადაური 50.000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.