მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზახაროვა: ლავროვისა და ბლინკენის სატელეფონო საუბარი სამშაბათს შედგება

© MFA of Russia  / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
რუსეთისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელების პირისპირ შეხვედრა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სატელეფონო საუბარს სამშაბათს გამართავენ, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ამას წინათ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა ტელეარხ CBS-ის ეთერში განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში სატელეფონო საუბარს გამართავენ“.

ზახაროვამ, მათ შორის, ნულანდის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ლავროვისა და ბლინკენის პირისპირ შეხვედრა არ იგეგმება.

2021 წლის ბოლოს რუსეთმა გამოაქვეყნა აშშ-თან ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. მოსკოვი დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტის იურიდიულ გარანტიებს, უარის თქმას ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში სამხედრო ბაზების განთავსებაზე. შეთანხმებების პუნქტებს შორისაა ასევე უარის თქმა რუსეთის საზღვრებთან ნატოს შემტევი შეიარაღების განთავსებაზე და ალიანსის ძალების დაბრუნება აღმოსავლეთ ევროპაში 1997 წლის პოზიციებზე.
26 იანვარს რუსეთმა მიიღო წერილობითი პასუხი. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ იგნორირებულია მთავარი საკითხი – ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0