https://sputnik-georgia.com/20220131/tyibulis-shaxta-mushaobas-acherebs-264023956.html
ტყიბულის შახტი მუშაობას აჩერებს
ტყიბულის შახტი მუშაობას აჩერებს
Sputnik საქართველო
ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.
2022-01-31T16:50+0400
2022-01-31T16:50+0400
2022-01-31T20:07+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/39/239943994_0:136:1920:1216_1920x0_80_0_0_6c64831a90d298ca692bbcf54e2666e8.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ტყიბულის შახტი, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, მუშაობას ამ ეტაპზე სამი დღით შეაჩერებს, განაცხადა კომპანია „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ.აფეთქება ქვანახშირის მაღაროში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. კომპანია „საქნახშირის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. ამ დროისათვის დაშავებულები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული. ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.მისი თქმით, თუ როგორ გააგრძელებს შახტი მომავალში მუშაობას, ეს კომისიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.ერთი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა - ქაშიბაძე დაშავებულ მეშახტეებზე>>>„ვითარებაში უახლოეს ორ დღეში გავერკვევით და იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რამაც ამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა, გაფართოებულ პრესკონფერენციას ჩავატარებთ“, – აღნიშნა მიხაილ სოცკიმ.ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.წყარო: პირველი არხი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/39/239943994_0:0:1920:1440_1920x0_80_0_0_7791eccdd6bd926e7218384e610e37b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო შემთხვევები ტყიბულის შახტა აფეთქება
საქართველო შემთხვევები ტყიბულის შახტა აფეთქება
ტყიბულის შახტი მუშაობას აჩერებს
16:50 31.01.2022 (განახლებულია: 20:07 31.01.2022) ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ტყიბულის შახტი, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, მუშაობას ამ ეტაპზე სამი დღით შეაჩერებს, განაცხადა კომპანია „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ.
აფეთქება ქვანახშირის მაღაროში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. კომპანია „საქნახშირის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. ამ დროისათვის დაშავებულები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული. ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.
„ეს საშინელი შემთხვევაა. ვცდილობთ გავერკვეთ ამ ვითარებაში. გუშინდელი დღიდან კომისია მუშაობს, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს. გაიმართება საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა. ჯერჯერობით მივიღებთ შახტის სამდღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის შედეგებს დაველოდებით“, – განაცხადა სოცკიმ.
მისი თქმით, თუ როგორ გააგრძელებს შახტი მომავალში მუშაობას, ეს კომისიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.
„ვითარებაში უახლოეს ორ დღეში გავერკვევით და იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რამაც ამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა, გაფართოებულ პრესკონფერენციას ჩავატარებთ“, – აღნიშნა მიხაილ სოცკიმ.
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.