Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბექა დღემდე მიყვარს...ხალხი ამას ვერ მიიღებს“ – რატომ იტირა თიკა ჯამბურიას ყოფილმა ქმარმა

© Facebook / Tina Jamburiaთიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
თიკა ჯამბურია და ბექა ხოფერია 10 წლის წინ სკანდალურად დაშორდნენ.
მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემა „სთორიში“ მის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. მომღერალმა გაიხსენა, რომ როცა ბექა ხოფერია გაიცნო, 14 წლის იყო, პირველივე წამიდან მოიხიბლნენ ერთმანეთით და 18 წლამდე კარგი მეგობრები იყვნენ.

„ოჯახებით ვმეგობრობდით. ბექა დედაჩემის გაზრდილია ფაქტობრივად და მე ხათუნასი. ვიცოდით, რომ ჩვენი ბოლო იქნებოდა, რომ შევქმნიდით ოჯახს. ერთი წამით არ მიფიქრია, რომ მე და ბექა შეიძლება ერთად არ ვყოფილიყავით. მისი დაკარგვა ჩემთვის ყველაზე რთული იყო, რადგან ცხოვრება ბექას გარეშე არ წარმომედგინა. მან თავისი საქციელით იმედი გამიცრუა, ჩემი აშენებული კოშკები დამინგრია“, – იხსენებს თიკა.

მომღერლის თქმით, ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც ორსულად იყო, თუმცა ორსულადაც რომ არ ყოფილიყო, მისთვის ეს ყველაფერი მაინც ძალიან მტკივნეული იქნებოდა.

„ბექას გაშვება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩემი სიძლიერიდან გამომდინარე ეს შევძელი. როდესაც ხელის გაწერაზე მივედით, მე არა, ბექა ტიროდა და ხალხი ამბობდა, რომ მე ვაძალებდი. ბექა ამბობდა, რომ გული სწყდებოდა და ხალხმა ვერ გაიგო სწორად, რა ხდებოდა, მაგრამ ამ მომენტში მე მისი დაბრუნებისთვის აღარ მიბრძოლია“, – იხსენებს თიკა.

მომღერლის თქმით, ხშირად უწევდა ბექას გამო ბრძოლა შეყვარებულობის პერიოდში, თუმცა შემდეგ ის იყო, რასაც ვეღარ აპატიებდა.

„სიყვარული ალბათ არასდროს კვდება. რომ ამბობენ, რომ სიყვარული მარადიულია, ჩემთვის ასეა. მე დღესაც იმ წარსულში და იმ მოგონებაში ბექა დღემდე მიყვარს. დღემდე ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ყველას უკვირს, როგორ მაქვს ასეთი ურთიერთობა ყოფილ ქმართან, რომელმაც გული მატკინა. ზუსტად ვიცი, ამას ხალხი ვერ მიიღებს. იყო ბულინგი – როგორ მეგობრობ მის ოჯახის წევრებთან, მის ცოლთან“, – ამბობს თიკა.

მომღერლის თქმით, ბოლო ვიდეოკლიპი, რომელიც გადაიღო, ყოფილმა მეუღლემ დაუფინანსა – საჩუქარი გაუკეთა.
ყველა ახალი ამბავი
0