https://sputnik-georgia.com/20220131/seiararebuli-tavdasxma-aftiaqze-qutaissi-axalgazrda-mamakaci-daakaves-264030898.html
შეიარაღებული თავდასხმა აფთიაქზე – ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
შეიარაღებული თავდასხმა აფთიაქზე – ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს
2022-01-31T19:10+0400
2022-01-31T19:10+0400
2022-01-31T22:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ქუთაისში აფთიაქზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 33 წლის მამაკაცი.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა პისტოლეტის მუქარით ფარმაცევტს 300 ლარი გასტაცა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა კვირას მოხდა გამსახურდიას ქუჩაზე.სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავეს.პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.წყარო - შსს-ს პრეს-სამსახური
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თავდასხმა აფთიაქი ქუთაისი მამაკაცი დაკავება
თავდასხმა აფთიაქი ქუთაისი მამაკაცი დაკავება
შეიარაღებული თავდასხმა აფთიაქზე – ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
19:10 31.01.2022 (განახლებულია: 22:35 31.01.2022) ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ქუთაისში აფთიაქზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 33 წლის მამაკაცი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა პისტოლეტის მუქარით ფარმაცევტს 300 ლარი გასტაცა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა კვირას მოხდა გამსახურდიას ქუჩაზე.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.