https://sputnik-georgia.com/20220131/saqartvelom-2021-weli-ornisna-ekonomikuri-zrdit-daasrula-axali-statistika-264034285.html
საქართველომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა – ახალი სტატისტიკა
საქართველომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2021 წლის დეკემბერში, გასულ წელთან შედარებით, პრაქტიკულად ყველა სფეროში ზრდა დაფიქსირდა
2022-01-31T20:46+0400
2022-01-31T20:46+0400
2022-01-31T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251563518_0:252:1365:1020_1920x0_80_0_0_9b74d3bce670852d52e622ac8d6a416b.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – 2021 წლის დეკემბერში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9,6% შეადგინა.რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2021 წელს წლიური 10,6% შეადგინა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შეინიშნებოდა ზრდა პრაქტიკულად ყველა სფეროში – გადამამუშავებელ მრეწველობაში, ფინანსურ და სადაზღვევო საქმიანობაში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში, აღნიშნავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.კლება მხოლოდ მშენებლობაში დაფიქსირდა.პროგნოზი გამართლდასაქართველოს მთავრობის პროგნოზი 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შესახებ მთლიანად გამართლდა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.მისი სიტყვებით, პანდემიამდელ მაჩვენებელს ეკონომიკა 3,1%-ით უსწრებს. შესაბამისად, დანაკარგი, რომელიც 2020 წელს ქვეყანამ ეკონომიკის შემცირებით მიიღო, ფაქტობრივად სრულად არის აღდგენილი.საქართველოს სახელმწიფო ვალის დონე შემცირდაფინანსთა მინისტრის მოადგილის მირზა გელაშვილის სიტყვებით, 2021 წელს 10,6%-ით ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე იქნა მიღწეული.2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 3,2 საპროცენტო პუნქტით შემცირდა და 6,1% შეადგინა. შედეგად სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 10 საპროცენტო პუნქტით შემცირდა და 2021 წლის ბოლოსთვის 50% შეადგინა.„მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის: ექსპორტი და ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 30%-ით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის მეორე ნახევრიდან აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლის 50 პროცენტს, მათ შორის, დეკემბერში – 58%-ია, ფულადი გზავნილები გაზრდილია დაახლოებით 25%-ით. ჯამში ველოდებით, რომ, 2021 წლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაახლოებით 2-2,5 პროცენტული პუნქტით შემცირდება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.გელაშვილის თქმით, 2021 წელს მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად შეძლო აღდგენის ფაზაში გადასვლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251563518_154:282:1259:1110_1920x0_80_0_0_97489b30f598f984e9b09c8820fad13d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რიცხვები
საქართველო წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რიცხვები
საქართველომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა – ახალი სტატისტიკა
20:46 31.01.2022 (განახლებულია: 22:55 31.01.2022) 2021 წლის დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, პრაქტიკულად ყველა სფეროში ზრდა დაფიქსირდა.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – 2021 წლის დეკემბერში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9,6% შეადგინა.
რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2021 წელს წლიური 10,6% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შეინიშნებოდა ზრდა პრაქტიკულად ყველა სფეროში – გადამამუშავებელ მრეწველობაში, ფინანსურ და სადაზღვევო საქმიანობაში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში, აღნიშნავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
კლება მხოლოდ მშენებლობაში დაფიქსირდა.
საქართველოს მთავრობის პროგნოზი 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შესახებ მთლიანად გამართლდა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ჩვენი პროგნოზი, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა, სრულად გამართლდა. ჩვენი პროგნოზი ბევრად ზუსტი იყო, ვიდრე ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, რომლებიც უფრო კონსერვატორულ მაჩვენებლებს ვარაუდობდნენ“, – აღნიშნა დავითაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, პანდემიამდელ მაჩვენებელს ეკონომიკა 3,1%-ით უსწრებს. შესაბამისად, დანაკარგი, რომელიც 2020 წელს ქვეყანამ ეკონომიკის შემცირებით მიიღო, ფაქტობრივად სრულად არის აღდგენილი.
საქართველოს სახელმწიფო ვალის დონე შემცირდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილის მირზა გელაშვილის სიტყვებით, 2021 წელს 10,6%-ით ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე იქნა მიღწეული.
2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 3,2 საპროცენტო პუნქტით შემცირდა და 6,1% შეადგინა. შედეგად სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 10 საპროცენტო პუნქტით შემცირდა და 2021 წლის ბოლოსთვის 50% შეადგინა.
„მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის: ექსპორტი და ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 30%-ით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის მეორე ნახევრიდან აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლის 50 პროცენტს, მათ შორის, დეკემბერში – 58%-ია, ფულადი გზავნილები გაზრდილია დაახლოებით 25%-ით. ჯამში ველოდებით, რომ, 2021 წლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაახლოებით 2-2,5 პროცენტული პუნქტით შემცირდება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
გელაშვილის თქმით, 2021 წელს მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად შეძლო აღდგენის ფაზაში გადასვლა.
„ბუნებრივია, არსებობს და შენარჩუნებულია მაღალი რისკები გლობალურადაც და რეგიონშიც, თუმცა სხვა თანაბარ პირობებში ველოდებით, რომ ზრდის მაღალი ტემპები შენარჩუნდება მომავალშიც“, – განაცხადა მირზა გელაშვილმა.