https://sputnik-georgia.com/20220131/rodis-gadava-infeqciuri-saavadmyofo-axal-senobasi-ministris-ganmarteba-264024519.html
როდის გადავა ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში: მინისტრის განმარტება
როდის გადავა ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში: მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
მინისტრის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტის კლინიკა ექნება
2022-01-31T18:53+0400
2022-01-31T18:53+0400
2022-01-31T22:28+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736379_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5f81f43e1bcadac0e9164a2d3afc4a28.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე მიმდინარე წლის ბოლომდე გადავა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება რიგი მიზეზების გამო დაჩქარებულად მიიღეს.საქართველოს მთავრობამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შესაძენად 2020 წელს 40 მლნ ლარი გამოყო.ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ" შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებმა არაერთხელ დაიჩივლეს, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია.ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა. ამ ხნის მანძილზე ცენტრი იძულებული იყო ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩენილიყო.ახლა ინფექციური საავადმყოფო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. მან პირველმა დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და ამჟამადაც წამყვანია COVID-19-ით დაავადებული ადამიანების მკურნალობის საქმეში, თუმცა სამედიცინო პერსონალს ისევ ამორტიზებული შენობის მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.
https://sputnik-georgia.com/20210118/infeqciuri-saavadmyofos-axalmosaxleoba-250635474.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736379_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_8fe5b469238db656cb7669ee0c710791.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინფექციური საავადმყოფო შენობა აზარაშვილი მინისტრი
ინფექციური საავადმყოფო შენობა აზარაშვილი მინისტრი
როდის გადავა ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში: მინისტრის განმარტება
18:53 31.01.2022 (განახლებულია: 22:28 31.01.2022) პრობლემა, რომელიც 10 წელზე მეტია ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივს აწუხებს, საბოლოოდ მოგვარდება – მთავრობის გადაწყვეტილებით, კლინიკა ახალ შენობაში დაიდებს ბინას.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე მიმდინარე წლის ბოლომდე გადავა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება რიგი მიზეზების გამო დაჩქარებულად მიიღეს.
„მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა, როგორც იმ მოიჯარისთვის, სადაც არის ახლა ინფექციური საავადმყოფო, ასევე ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ უკვე ახალ ტერიტორიაზე გადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტის კლინიკა", – განაცხადა აზარაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შესაძენად 2020 წელს 40 მლნ ლარი გამოყო.
ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ" შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებმა არაერთხელ დაიჩივლეს, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია.
ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა. ამ ხნის მანძილზე ცენტრი იძულებული იყო ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩენილიყო.
ახლა ინფექციური საავადმყოფო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. მან პირველმა დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და ამჟამადაც წამყვანია COVID-19-ით დაავადებული ადამიანების მკურნალობის საქმეში, თუმცა სამედიცინო პერსონალს ისევ ამორტიზებული შენობის მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.