https://sputnik-georgia.com/20220131/papuashvili-gardacvlili-meshxtis-ojaxs-samzimars-ucxadebs-264027511.html
პარლამენტის თავმჯდომარე ტყიბულის შახტში გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
პარლამენტის თავმჯდომარე ტყიბულის შახტში გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
Sputnik საქართველო
ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს. 31.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-31T18:40+0400
2022-01-31T18:40+0400
2022-01-31T22:27+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_42105417da1d69200f755aba3e4edc46.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.აფეთქება ქვანახშირის მაღაროში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. კომპანია „საქნახშირის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. ამ დროისათვის დაშავებულები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული. ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ეს ტყიბულის შახტებში მომხდარი პრველი ტრაგიკული შემთხვევა არ არის. მარტო 2018 წელს სამი ავარია მოხდა, რომლებიც მსხვერპლით დასრულდა – 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მიწის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა ექვსი მუშა, 2 ივნისს – ორი, ხოლო 16 ივლისს მეთანის აფეთქების შედეგად ჭერის ჩამოშლისას ოთხი მუშა დაიღუპა.კომპანია „საქნახშირი" ჰოლდინგი „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს. ქართულ ბაზარზე ეს ქვანახშირის წარმოების ერთადერთი კომპანიაა.
https://sputnik-georgia.com/20220131/axali-afetqeba-tyibulis-saxtsi-264027027.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_64:0:1192:846_1920x0_80_0_0_231e9c4894ce38676e498efe0ddaf778.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე ტყიბულის შახტში გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
18:40 31.01.2022 (განახლებულია: 22:27 31.01.2022) ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.
აფეთქება ქვანახშირის მაღაროში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. კომპანია „საქნახშირის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. ამ დროისათვის დაშავებულები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული. ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვეხმაურო ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას. მივუსამძიმრო გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს და გამოჯანმრთელება ვუსურვო მეშახტეებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე.
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ეს ტყიბულის შახტებში მომხდარი პრველი ტრაგიკული შემთხვევა არ არის. მარტო 2018 წელს სამი ავარია მოხდა, რომლებიც მსხვერპლით დასრულდა – 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მიწის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა ექვსი მუშა, 2 ივნისს – ორი, ხოლო 16 ივლისს მეთანის აფეთქების შედეგად ჭერის ჩამოშლისას ოთხი მუშა დაიღუპა.
კომპანია „საქნახშირი" ჰოლდინგი „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს. ქართულ ბაზარზე ეს ქვანახშირის წარმოების ერთადერთი კომპანიაა.