https://sputnik-georgia.com/20220131/pacients-30-ze-eti-chriloba-aqvs-mikenebuli-eqimis-komentari-264029067.html
პაციენტს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული: როგორია მამის მიერ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა
პაციენტს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული: როგორია მამის მიერ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა
Sputnik საქართველო
ამ დრომდე უცნობია რა გახდა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი
2022-01-31T18:37+0400
2022-01-31T18:37+0400
2022-01-31T22:25+0400
საზოგადოება
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111218_0:0:2993:1683_1920x0_80_0_0_3deea379160a9fc09eb60ca59f536871.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ოჯახური კონფლიქტის შედეგად დაჭრილი 47 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გუშინ, საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს 82 წლის მამამ შვილს სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ამ დროისათვის 47 წლის დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ბასრი საგნით 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.„კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. პაციენტს აღენიშნებოდა გულ-მკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი შემავალი ნაკვეთი ჭრილობები ფილტვის, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის დაზიანებით, ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები; თავის, ორივე ხელის მტევნის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა არაერთი ქირურგიული ოპერაცია, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა ექიმმა სოსო გელაშვილმა.სამართალდამცველებმა 82 წლის მამა შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულს 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111218_114:0:2845:2048_1920x0_80_0_0_2b1a58d45aeb7a739f356dc9a1dd7e58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
პაციენტს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული: როგორია მამის მიერ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა
18:37 31.01.2022 (განახლებულია: 22:25 31.01.2022) ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ოჯახური კონფლიქტის შედეგად დაჭრილი 47 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გუშინ, საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს 82 წლის მამამ შვილს სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ამ დროისათვის 47 წლის დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ბასრი საგნით 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
„კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. პაციენტს აღენიშნებოდა გულ-მკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი შემავალი ნაკვეთი ჭრილობები ფილტვის, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის დაზიანებით, ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები; თავის, ორივე ხელის მტევნის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა არაერთი ქირურგიული ოპერაცია, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა ექიმმა სოსო გელაშვილმა.
სამართალდამცველებმა 82 წლის მამა შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულს 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.