https://sputnik-georgia.com/20220131/mzgolebis-sayuradgebod-goris-kvirabi-iketeba-264030058.html
მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გორის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება. 31.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-31T19:35+0400
2022-01-31T19:35+0400
2022-01-31T22:40+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23943/41/239434165_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_386eb9f8eb4aa3d2f7cf96fe88070060.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 1 თებერვლის ღამეს ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გორის გვირაბში შეზღუდვები პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით წესდება.კერძოდ, 1 თებერვლის 24:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე პერიოდში გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისი მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისი–სენაკი მიმართულებაზე, ხოლო თბილისი–სენაკი მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23943/41/239434165_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_474c87e78ce26ff57fe4db436a53d1f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
19:35 31.01.2022 (განახლებულია: 22:40 31.01.2022) საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გორის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 1 თებერვლის ღამეს ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გორის გვირაბში შეზღუდვები პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით წესდება.
კერძოდ, 1 თებერვლის 24:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე პერიოდში გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისი მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისი–სენაკი მიმართულებაზე, ხოლო თბილისი–სენაკი მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.