თეატრალური ვნებათაღელვა საქართველოში: თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა წულუკიანი დაიცვა

© Facebook / Liberty Theatreთავისუფალი თეატრი
თავისუფალი თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2022
გამოწერა
რეჟისორის განცხადებით, მინისტრის მთავარი დამსახურება თეატრების მართვის რეფორმირებაა, რაც საბჭოთა დროიდან არსებული სისტემის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ვინც კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს საბჭოთა სისტემის დაბრუნებაში ადანაშაულებს, თვითონ არ სურს საბჭოთა სისტემის ხელიდან გაშვება, განაცხადა გრიბოედოვის თეატრის და „თავისუფალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.
საზოგადოება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ბოლოდროინდელ აქტივობებს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. მის წინააღდეგ შექმნილ პეტიციას, სადაც მინისტრს პირდაპირ ადანაშაულებენ „საბჭოთა რეპრესიების განმეორებაში“, უკვე 1592 ხელმოწერა აქვს.
„მათ, ვინც თეა წულუკიანს საბჭოთა სისტემის დაბრუნებას აბრალებს, თვითონ არ სურთ საბჭოთა სისტემის ხელიდან გაშვება. თეა წულუკიანის წინამორბედებს არ ჰქონდათ ასეთი პოლიტიკური წონა და ასეთი უფლებები. არასდროს არ გვყოლია ასეთი „მძიმეწონოსანი“ მინისტრი“, - განაცხადა ავთო ვარსიმაშვილმა, რომელიც წულუკიანმა კვლავ დანიშნა ერთადერთი რუსულენოვანი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.
აღსანიშნავია, რომ თეატრი ბიუჯეტიდან უკონკურსოდ ფინანსდება.
ამასთან თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრალურ გარემოში თეა წულუკიანის მიმართ აგრესიას ვერ ხედავს.
„თეატრალები ყველა ძალიან კარგად და, რაც მთავარია, ძალიან დიდი იმედით უყურებენ წულუკიანს“, - აღნიშნა ვარსიმაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, მინისტრის მთავარი დამსახურება თეატრების მართვის რეფორმირებაა, რაც საბჭოთა დროიდან არსებული სისტემის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა.
საუბარია კულტურის სამინისტროს 2021 წლის გადაწყვეტილებაზე კულტურის სხვადასხვა დარგში კონკურსების ჩატარების შესახებ, რომელთა მოცულობა3 მილიონი ლარია. მათ შორის არის კონკურსი თეატრების განვითარებისა და კერძო თეატრების განვითარების მიმართულებით. კერძოდ, კულტურის სამინისტრომ განვითარებისთვის 250 ათასი ლარი გამოყო. „თავისუფალი თეატრი“ ოთხიდან ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, თეატრის მიერ მიღებული თანხა არ სახელდება.
თუმცა ვარსიმაშვილის აზრს თეატრალური გარემოს ყველა წარმომადგენელი არ იზიარებს. გორის თეატრში სკანდალი უკვე ატყდა, წინასწარი ინფორმაციით, წულუკიანმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი პირადად გაათავისუფლა. ამასთან, არც კულტურის სამინისტროში და არც თავად ჩხარტიშვილი ჯერ არ საუბრობენ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ასეთი გადაწყვეტილება.
ზოგადად, სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ 16 თეატრში მიმდინარეობს კონკურსები სამხატვრო ხელმძღვანელების თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსებს ატარებს სარეკომენდაციო საბჭო, რომლის წევრებს ნიშნავს უშუალოდ კულტურის მინისტრი. თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს ასევე პირადად წულუკიანი ნიშნავს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს თეატრის განვითარების მომდევნო ოთხი წლის დეტალური გეგმა, მათ შორის შემოქმედებითი კუთხით.
ამ დროისთვის ვარსიმაშვილის გარდა, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე უკონკურსოდ დაინიშნა რობერტ სტურუა (შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში), ლევან გაბრიაძე (რეზო გაბრიაძის თეატრში) და გელა კანდელაკი (ჩრდილების პროფესიულ სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთში").
კონკურსის შედეგად ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაინიშნა დიმიტრი ხვთისიაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0