ქართველი რეჟისორის ფილმი შვეიცარიის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა

© Facebook / Georgian National Film Centerკადრი ფილმიდან „სველი ქვიშა“
კადრი ფილმიდან „სველი ქვიშა“ - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2022
გამოწერა
ელენე ნავერიანის ფილმი საქართველო–შვეიცარიის კოპროდუქციაა.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის ფილმი „სველი ქვიშა“ შვეიცარიის რიგით 57-ე Solothum Film Festival-ის გამარჯვებულია, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.
ფილმს გადაეცა პრესტიჟული ჯილდო The Prixs de Soleure. კინოფესტივალის ჯილდო ითვალისწინებს ფულად პრიზს 6 ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით.
ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის აგვისტოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც მსახიობმა გია აგუმავამ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოც მიიღო.
ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა" მოგვითხრობს შავის ზღვის სანაპიროს სოფელზე, სადაც კეთილგანწყობილი მეზობლები ფიქრობენ, რომ კარგად იცნობენ ერთმანეთს. მაგრამ ერთხელაც ერთ მეზობელ ქალ ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი მო, რომელიც დაკრძალვაზე ჩადის, მოულოდნელად სიცრუის ქსელსა და ბებიის იდუმალი სიყვარულის ტრაგიკულ შედეგებს აწყდება.
ფილმი შვეიცარიისა და საქართველოს ერთობლივი ნაწარმოებია.
წყარო - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი
ყველა ახალი ამბავი
0