https://sputnik-georgia.com/20220130/kaxetsi-momxdari-mkvlelobis-faqtze-erti-piri-cxel-kvalze-daakaves-263998715.html
კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2022-01-30T18:11+0400
2022-01-30T18:11+0400
2022-01-30T18:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე კახეთში 43 წლის მამაკაცი დააკავეს.შემთხვევა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში გუშინ, 29 იანვარს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 68 წლის ქალს მისსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭრილობები მიაყენა. ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.წყარო - შსს-ს პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახეთი მკვლელობა ფაქტი ერთი პირი კვალი დაკავება
კახეთი მკვლელობა ფაქტი ერთი პირი კვალი დაკავება
კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
18:11 30.01.2022 (განახლებულია: 18:13 30.01.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე კახეთში 43 წლის მამაკაცი დააკავეს.
შემთხვევა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში გუშინ, 29 იანვარს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 68 წლის ქალს მისსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭრილობები მიაყენა. ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.