https://sputnik-georgia.com/20220130/kaxetis-aeroporti-mimino-saqalaqtasoriso-reisebis-misarebad-emzadeba-263996346.html
კახეთის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისების მისაღებად ემზადება
კახეთის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისების მისაღებად ემზადება
Sputnik საქართველო
აეროპორტი, სადაც მომზადებას საავიაციო უნივერსიტეტების სტუდენტები გადიან, სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ.
2022-01-30T17:30+0400
2022-01-30T17:30+0400
2022-01-30T17:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1e/263996659_0:0:1350:759_1920x0_80_0_0_d246a29338b7e2bcc528c4b014f4ec85.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. თელავის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო ფრენების მიღებას დაიწყებს, იუწყება ადგილობრივი რადიო „კახეთის ხმა“.გასული წლის გაზაფხულზე დაწყებული აეროპორტის აღდგენა უკვე დასრულებულია. სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო. აეროპორტი, სადაც მომზადებას საავიაციო უნივერსიტეტების სტუდენტები გადიან, სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. 2012 წელს „მიმინო“ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს გადაეცა. აეროპორტს საქართველოს მეფის ერეკლე II-ის (1720-1798) სახელი მიენიჭა.საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის, სერგო სტეფნაძის თქმით, აღდგენილი აეროდრომი 20 კაცზე გათვლილი თვითმფრინავების მისაღებად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.მისი თქმით, აეროპორტი მიიღებს თვითმფრინავებს საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულებს როგორც ჩარტერულ, ისე რეგულარულ რეისებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1e/263996659_306:0:1350:783_1920x0_80_0_0_4447919668fa1fb813e9ef32c51f91ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახეთი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისები მიღება
კახეთი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისები მიღება
კახეთის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისების მისაღებად ემზადება
აეროპორტი, სადაც მომზადებას საავიაციო უნივერსიტეტების სტუდენტები გადიან, სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. თელავის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო ფრენების მიღებას დაიწყებს, იუწყება ადგილობრივი რადიო „კახეთის ხმა“.
გასული წლის გაზაფხულზე დაწყებული აეროპორტის აღდგენა უკვე დასრულებულია. სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო. აეროპორტი, სადაც მომზადებას საავიაციო უნივერსიტეტების სტუდენტები გადიან, სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. 2012 წელს „მიმინო“ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს გადაეცა. აეროპორტს საქართველოს მეფის ერეკლე II-ის (1720-1798) სახელი მიენიჭა.
საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის, სერგო სტეფნაძის თქმით, აღდგენილი აეროდრომი 20 კაცზე გათვლილი თვითმფრინავების მისაღებად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
„სამუშაოები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და ამისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. განახლდა ინფრასტრუქტურა, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი, 1200 მეტრი სიგრძის და 25 მეტრი სიგანის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი”, - განაცხადა სერგო სტეფნაძემ.
მისი თქმით, აეროპორტი მიიღებს თვითმფრინავებს საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულებს როგორც ჩარტერულ, ისე რეგულარულ რეისებს.