https://sputnik-georgia.com/20220130/gardaicvala-saxalxo-artisti-leonid-kuravliovi-263996967.html
გარდაიცვალა სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი
გარდაიცვალა სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი
Sputnik საქართველო
მსახიობი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა, COVID-19-ით ინფიცირება არ დადასტურდა
2022-01-30T16:30+0400
2022-01-30T16:30+0400
2023-08-17T19:45+0400
რუსეთი
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1e/263995294_0:0:2895:1628_1920x0_80_0_0_af81cd29434469a90fb58bc396574e92.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. რუსეთის სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, განუცხადა РИА Новости-ს მისმა ვაჟმა ვასილი კურავლიოვმა.მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსახიობი პნევმონიის დიაგნოზით მოსკოვის No40 კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, ექიმებმა COVID-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურეს. ოთხშაბათს ის რეაბილიტაციისთვის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.კურავლიოვი დაიბადა 1936 წლის 8 ოქტომბერს მოსკოვში, მუშის ოჯახში. 1955 წელს გახდა „ვგიკ“-ის სამსახიობო განყოფილების სტუდენტი, სადაც ბორის ბიბიკოვის კურსზე სწავლობდა. პირველ კურსზე ცუდად სწავლობდა და კინაღამ გარიცხეს „პროფესიული მოუმზადებლობის“ გამო, ბოლო კურსებზე კი საუკეთესოთა შორის იყო და კინოში მისი დებიუტი შედგა. 1960 წელს კურავლიოვმა განასახიერა მეზღვაური კამუშკინი მიხაილ შვაიცერის ისტორიულ-რევოლუციურ ფილმში „მიჩმანი ოანინი“.კინოში პირველი წარმატება მსახიობს ოთხი წლის შემდეგ ხვდა წილად შუკშინის ფილმში „ასეთი ბიჭი ცხოვრობს" (Живет такой парень)" მთავარი როლის შესრულების შემდეგ. კურავლიოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია სანტექნიკოსი აფანასი ბორშჩოვი გეორგი დანელიას „აფონიაში“ (1975). სურათი იმ წლის საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერი გახდა: ის 62 მილიონმა მაყურებელმა ნახა.ასევე ყველასათვის საყვარელია მისი როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ივან ვასილიევიჩი პროფესიას იცვლის ", „შეხვედრის ადგილი უცვლელია“, „ვიი", „ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი", „ოქროს ხბო", „გაზაფხულის 17 გაელვება“. კურავლიოვი ფილმებში გადაღებებს 2015 წლამდე აგრძელებდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1e/263995294_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_afcbb64f6e9957c6a3008c2e6b1f5d51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარდაცვალება სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი
გარდაცვალება სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი
გარდაიცვალა სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი
16:30 30.01.2022 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) მსახიობი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა, COVID-19-ით ინფიცირება არ დადასტურდა
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. რუსეთის სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, განუცხადა РИА Новости-ს მისმა ვაჟმა ვასილი კურავლიოვმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსახიობი პნევმონიის დიაგნოზით მოსკოვის No40 კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, ექიმებმა COVID-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურეს. ოთხშაბათს ის რეაბილიტაციისთვის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კურავლიოვი დაიბადა 1936 წლის 8 ოქტომბერს მოსკოვში, მუშის ოჯახში. 1955 წელს გახდა „ვგიკ“-ის სამსახიობო განყოფილების სტუდენტი, სადაც ბორის ბიბიკოვის კურსზე სწავლობდა. პირველ კურსზე ცუდად სწავლობდა და კინაღამ გარიცხეს „პროფესიული მოუმზადებლობის“ გამო, ბოლო კურსებზე კი საუკეთესოთა შორის იყო და კინოში მისი დებიუტი შედგა. 1960 წელს კურავლიოვმა განასახიერა მეზღვაური კამუშკინი მიხაილ შვაიცერის ისტორიულ-რევოლუციურ ფილმში „მიჩმანი ოანინი“.
კინოში პირველი წარმატება მსახიობს ოთხი წლის შემდეგ ხვდა წილად შუკშინის ფილმში „ასეთი ბიჭი ცხოვრობს" (Живет такой парень)" მთავარი როლის შესრულების შემდეგ. კურავლიოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია სანტექნიკოსი აფანასი ბორშჩოვი გეორგი დანელიას „აფონიაში“ (1975). სურათი იმ წლის საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერი გახდა: ის 62 მილიონმა მაყურებელმა ნახა.
ასევე ყველასათვის საყვარელია მისი როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ივან ვასილიევიჩი პროფესიას იცვლის ", „შეხვედრის ადგილი უცვლელია“, „ვიი", „ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი", „ოქროს ხბო", „გაზაფხულის 17 გაელვება“. კურავლიოვი ფილმებში გადაღებებს 2015 წლამდე აგრძელებდა.