https://sputnik-georgia.com/20220130/gamyrelize-hospitalur-seqtorsi-tavisufali-adgilebi-aris-magram-263996210.html
გამყრელიძე: ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი ადგილები არის, მაგრამ...
გამყრელიძე: ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი ადგილები არის, მაგრამ...
Sputnik საქართველო
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო გადატვირთულია ლაბორატორიები, სადაც ყოველდღიურად 60-70 ათასი ტესტი კეთდება
2022-01-30T16:10+0400
2022-01-30T16:10+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250172845_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_72e066f241538d1ccbdd4aac4e12a271.jpg
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთული არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე 146 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან მაღალი ციფრია, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორში კიდევ 3.500 ადგილია თავისუფალი, ანუ „ომიკრონის“ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია არ არის მაღალი, როგორც ეს იყო „დელტას“ დროს.მისი თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს ძირითადად ოჯახის ექიმები მართავენ და ამ ეტაპზე ძირითადი დაწოლა ორ მიმართულებაზე მოდის – ლაბორატორიებზე, სადაც ყოველდღიურად 60-70 ათასზე მეტი ნიმუში იკვლევა და ამბულატორიულ სექტორზე – ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმებზე.„ომიკრონი“ ქვეყანაში გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მასთანაა დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში - დღეს, 30 იანვარს დაფიქსირდა 17.265 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 24%-ს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,1 მილიონზე მეტი შემთხვევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250172845_223:0:2356:1600_1920x0_80_0_0_9b0e4cbb31f92095f1cafdee92418d9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გამყრელიძე ჰოსპიტალური სექტორი თავისუფალი ადგილები
გამყრელიძე ჰოსპიტალური სექტორი თავისუფალი ადგილები
გამყრელიძე: ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი ადგილები არის, მაგრამ...
16:10 30.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო გადატვირთულია ლაბორატორიები, სადაც ყოველდღიურად 60-70 ათასი ტესტი კეთდება
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთული არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე 146 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან მაღალი ციფრია, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორში კიდევ 3.500 ადგილია თავისუფალი, ანუ „ომიკრონის“ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია არ არის მაღალი, როგორც ეს იყო „დელტას“ დროს.
„ომიკრონი“ მიმდინარეობს „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. შესაბამისი პროცენტი ინფიცირებულებისა მძიმდება და შეიძლება გახდეს სარეანიმაციოც, შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც. ერთადერთი გზა პრევენციისა არის რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს ძირითადად ოჯახის ექიმები მართავენ და ამ ეტაპზე ძირითადი დაწოლა ორ მიმართულებაზე მოდის – ლაბორატორიებზე, სადაც ყოველდღიურად 60-70 ათასზე მეტი ნიმუში იკვლევა და ამბულატორიულ სექტორზე – ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმებზე.
„ომიკრონი“ ქვეყანაში გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მასთანაა დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში - დღეს, 30 იანვარს დაფიქსირდა 17.265 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 24%-ს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,1 მილიონზე მეტი შემთხვევა.