ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

© The Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2022
გამოწერა
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. უამინდობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე მონაკვეთზე, თოვლის და ქარბუქის საშიშროების გამო ყოველდღე 20:00 საათიდან 08:00 საათამდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0