https://sputnik-georgia.com/20220130/cxaize-tebervlis-dasawyissi-semtxvevebis-yvelaze-marali-macvenebeli-iqneba-263993450.html
ჩხაიძე: თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება
ჩხაიძე: თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება
Sputnik საქართველო
ინფიცირების შემთვევების მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას, ფიქრობს ივანე ჩხაიძე
2022-01-30T13:30+0400
2022-01-30T13:30+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251846_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_1afe14c42a80edacaeddc1ed670372ef.jpg
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ პიკური პერიოდი მაქსიმუმ თვე-ნახევარი გრძელდება და შემდეგ, სავარაუდოდ, ორ კვირაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კლება უნდა დაიწყოს.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.როგორც იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ბოლო 2 დღის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, თუმცა მოვლენების განვითარების სცენარი, შესაძლოა, კიდევ უფრო უარესი იყოს.მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, ჯერჯერობით საფრთხეები არ არსებობს, რადგან „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.„მაგრამ თუ ძალიან დიდ რაოდენობას გავითვალისწინებთ, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაშიც, იშვიათიც რომ იყოს საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა, მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას“, - განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა.„ომიკრონი“ ქვეყანაში გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მასთანაა დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში - დღეს, 30 იანვარს დაფიქსირდა 17.265 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 24%-ს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,1 მილიონზე მეტი შემთხვევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251846_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_84c03ab4653748607712dffaf8a3f2cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩხაიძე თებერვალი დასაწყისი შემთხვევება
ჩხაიძე თებერვალი დასაწყისი შემთხვევება
ჩხაიძე: თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება
13:30 30.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ინფიცირების შემთვევების მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას, ფიქრობს ივანე ჩხაიძე
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ პიკური პერიოდი მაქსიმუმ თვე-ნახევარი გრძელდება და შემდეგ, სავარაუდოდ, ორ კვირაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კლება უნდა დაიწყოს.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
როგორც იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ბოლო 2 დღის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, თუმცა მოვლენების განვითარების სცენარი, შესაძლოა, კიდევ უფრო უარესი იყოს.
„იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. რთულია პროგნოზი, რამდენი იქნება ეს ციფრი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უკვე გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ასევე, ფაქტია, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა აჩვენებს მკვეთრ ზრდას“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, ჯერჯერობით საფრთხეები არ არსებობს, რადგან „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.
„მაგრამ თუ ძალიან დიდ რაოდენობას გავითვალისწინებთ, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაშიც, იშვიათიც რომ იყოს საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა, მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას“, - განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა.
„ომიკრონი“ ქვეყანაში გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მასთანაა დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები" ბოლო დღეებში - დღეს, 30 იანვარს დაფიქსირდა 17.265 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 24%-ს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,1 მილიონზე მეტი შემთხვევა.