„ხელცარიელს ხომ არ გამოგვიშვებდნენ“: კლინიკა „რუსთავში“ მიცვალებულები აერიათ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიგასვენება
გასვენება - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2022
გამოწერა
თეა წიკლაურს „კლინიკა რუსთავში“ 89 წლის ბებია გარდაეცვალა
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. „კლინიკა რუსთავში“ მიცვალებულები აერიათ და ჭირისუფალს სხვა ადამიანის ცხედარი გაატანეს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გარდაცვლილის შვილიშვილი, თეა წიკლაური წერს.
წიკლაურის თქმით, სანამ ჭირისუფლები თბილისიდან რუსთავში ჩავიდნენ, საავადმყოფოდან ცხედარი სხვას გაატანეს.
„კლინიკა რუსთავში გარდაიცვალა ბებო. დაგვირეკეს „დიდი მწუხარებით“ და სანამ თბილისიდან რუსთავში ჩავედით, სხვას გაატანეს. „ყასბები“... ხელცარიელს ხომ არ გამოგვიშვებდნენ, სხვისი მიცვალებული გამოგვატანეს. რაც რუსთავის საავადმყოფომ გააკეთა, ამას სახელი არ აქვს“, - წერს წიკლაური.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კლინიკას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
წყარო - თეა წიკლაურის Facebook-გვერდი
ყველა ახალი ამბავი
0