https://sputnik-georgia.com/20220129/satxilamuro-sezoni-gudaursi-263980080.html
სათხილამურო სეზონი გუდაურში: ვიდეო კურორტიდან
სათხილამურო სეზონი გუდაურში: ვიდეო კურორტიდან
Sputnik საქართველო
ზამთრის კურორტი გუდაური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელი ადგილია. იხილეთ Sputnik-ის ვიდეოში, როგორ ისვენებენ იქ უცხოელი ტურისტები და... 29.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-29T18:26+0400
2022-01-29T18:26+0400
2022-01-29T18:26+0400
ვიდეო
მულტიმედია
საქართველოს ზამთრის კურორტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1d/263979872_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_f2557387a136436790042b91ce9b75b4.jpg
დღეს გუდაურს უკვე იცნობენ საქართველოს საზღვრებს მიღმა. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადგილთაგან ქვეყანაში, სადაც თხილამურებით სრიალი აპრილშიც კია შესაძლებელი.როგორც წესი, სათხილამურო სეზონი გუდაურში დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაზაფხულის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ პერიოდში კომფორტული სრიალი ყველა მარშრუტზეა შესაძლებელი.კურორტი თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონში მდებარეობს — ჯვრის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე.გუდაურის ტრასების საერთო სიგრძე 50 კმ-ია, საიდანაც 80 პროცენტი მოყვარულთათვისაა, 20 პროცენტიკი— პროფესიონალებისთვის. ამასთან საბაგიროები ერთდროულად 11 000-მდე ადამიანის მომსახურებაზეა გათვლილი.საბაგიროს ქვედა სადგური გუდაურში ზღვის დონიდან 1990 მეტრზე, ხოლო ზედა სადგური — ზღვის დონიდან 2993 მეტრზე მდებარეობს.კოროვირუსული პანდემიის დაწყებამდე გუდაურში ისეთი ხალხმრავლობა იყო ხოლმე, რომ, როგორც იტყვიან, ნემსი არ ჩავარდებოდა. მერე კი პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესდა და დამსვენებელთა რაოდენობამაც მნიშვნელოვნად იკლო. გასულ წელს კურორტი მხოლოდ გაზაფხულზე, მარტში გაიხსნა, წელს კი ზამთრის თვეებშიც შესაძლებელი გახდა თხილამურებით სრიალი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1d/263979872_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_7c660eec511f5bd11fbbf718a7da7408.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, საქართველოს ზამთრის კურორტები , видео
ვიდეო, მულტიმედია, საქართველოს ზამთრის კურორტები , видео
სათხილამურო სეზონი გუდაურში: ვიდეო კურორტიდან
ზამთრის კურორტი გუდაური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელი ადგილია. იხილეთ Sputnik-ის ვიდეოში, როგორ ისვენებენ იქ უცხოელი ტურისტები და ადგილობრივი მცხოვრებლები
დღეს გუდაურს უკვე იცნობენ საქართველოს საზღვრებს მიღმა. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადგილთაგან ქვეყანაში, სადაც თხილამურებით სრიალი აპრილშიც კია შესაძლებელი.
როგორც წესი, სათხილამურო სეზონი გუდაურში დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაზაფხულის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ პერიოდში კომფორტული სრიალი ყველა მარშრუტზეა შესაძლებელი.
კურორტი თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონში მდებარეობს — ჯვრის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე.
გუდაურის ტრასების საერთო სიგრძე 50 კმ-ია, საიდანაც 80 პროცენტი მოყვარულთათვისაა, 20 პროცენტიკი— პროფესიონალებისთვის. ამასთან საბაგიროები ერთდროულად 11 000-მდე ადამიანის მომსახურებაზეა გათვლილი.
საბაგიროს ქვედა სადგური გუდაურში ზღვის დონიდან 1990 მეტრზე, ხოლო ზედა სადგური — ზღვის დონიდან 2993 მეტრზე მდებარეობს.
კოროვირუსული პანდემიის დაწყებამდე გუდაურში ისეთი ხალხმრავლობა იყო ხოლმე, რომ, როგორც იტყვიან, ნემსი არ ჩავარდებოდა. მერე კი პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესდა და დამსვენებელთა რაოდენობამაც მნიშვნელოვნად იკლო. გასულ წელს კურორტი მხოლოდ გაზაფხულზე, მარტში გაიხსნა, წელს კი ზამთრის თვეებშიც შესაძლებელი გახდა თხილამურებით სრიალი.