https://sputnik-georgia.com/20220129/saqartvelos-prezidenti-parlamentis-winase-tebervalsi-wardgeba-263982560.html
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე თებერვალში წარდგება
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე თებერვალში წარდგება
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პარლამენტმა უნდა შეათანხმონ
2022-01-29T21:24+0400
2022-01-29T21:24+0400
2022-01-29T21:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250312974_0:50:1280:770_1920x0_80_0_0_3eba31fa5f7bb26cd5202dfee94bb5c5.jpg
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მეოთხე წლიურ ანგარიშს წარადგენს.რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესია 1 თებერვალს პლენარული სხდომით გაიხსნება. პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პარლამენტმა უნდა შეათანხმონ.კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს დეპუტატების მოსაზრებები მის გამოსვლასთან დაკავშირებით. ყოველწლიური ანგარიშის დასრულებისთანავე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რის შემდეგაც პრეზიდენტი დასკვნითი სიტყვით წარდგება.შედის თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში - გადაწყვეტილება მიღებულია >>ამ დროისთვის უცნობია, იმუშავებს თუ არა საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობით. ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაბრუნება-არდაბრუნების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ ის საჯაროდ ცნობილი ორშაბათს, 31 იანვარს გახდება. ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტს 31 დეპუტატი მაინც გამოაკლდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250312974_88:70:1022:770_1920x0_80_0_0_7fe8e3d705c1bba8f8d3bd6c55b7aa3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტი თებერვალი
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტი თებერვალი
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე თებერვალში წარდგება
21:24 29.01.2022 (განახლებულია: 21:25 29.01.2022) პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პარლამენტმა უნდა შეათანხმონ
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მეოთხე წლიურ ანგარიშს წარადგენს.
რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესია 1 თებერვალს პლენარული სხდომით გაიხსნება. პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პარლამენტმა უნდა შეათანხმონ.
კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს დეპუტატების მოსაზრებები მის გამოსვლასთან დაკავშირებით. ყოველწლიური ანგარიშის დასრულებისთანავე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რის შემდეგაც პრეზიდენტი დასკვნითი სიტყვით წარდგება.
ამ დროისთვის უცნობია, იმუშავებს თუ არა საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობით. ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაბრუნება-არდაბრუნების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ ის საჯაროდ ცნობილი ორშაბათს, 31 იანვარს გახდება. ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტს 31 დეპუტატი მაინც გამოაკლდეს.