https://sputnik-georgia.com/20220129/samegrelosi-da-svanetsi-ukanono-iarari-amoires-dakavebulia-ori-piri-263976250.html
სამეგრელოში პენსიონერი იარაღის არსენალს ინახავდა - ვიდეო
სამეგრელოში პენსიონერი იარაღის არსენალს ინახავდა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
2022-01-29T13:15+0400
2022-01-29T13:15+0400
2022-01-29T15:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_0:7:1083:616_1920x0_80_0_0_1718aae2a589260d1b93ea9894a7a78e.jpg
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 72 წლის პირის საცხოვრებელ სახლში მდებარე სათავსოდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 93 ვაზნა, 4 კაფსულ-დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.სამართალდამცველებმა ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებული 44 წლის მამაკაცის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 100 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს-ს პრესსამსახური
საქართველო
სამეგრელო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_126:0:958:624_1920x0_80_0_0_0275a2c7a1e6564931da985343c3014a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სამეგრელო სვანეთი იარაღი ამოღება ვიდეო
სამეგრელო სვანეთი იარაღი ამოღება ვიდეო
სამეგრელოში პენსიონერი იარაღის არსენალს ინახავდა - ვიდეო
13:15 29.01.2022 (განახლებულია: 15:52 29.01.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 72 წლის პირის საცხოვრებელ სახლში მდებარე სათავსოდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 93 ვაზნა, 4 კაფსულ-დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამართალდამცველებმა ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებული 44 წლის მამაკაცის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 100 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.