სამეგრელოში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2022
გამოწერა
ავარიის შედეგად კიდევ ერთი მამაკაცი დაშავდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში საშინელი ავარია მოხდა - მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
„პირველი არხის“ ცნობით, ავარია შაბათ დილით მოხდა, როდესაც მიკროავტობუსს თანამშრომლები საფეიქრო ფაბრიკაში ფოთში მიჰყავდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა მოყინულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთოს შეეჯახა.
ავარიის შედეგად კიდევ ერთი მამაკაცი დაშავდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ავარიის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს, ექსპერტები მომხდარის ადგილზე მუშაობენ.
ყველა ახალი ამბავი
0