https://sputnik-georgia.com/20220129/narkodanasauli-saqartvelosi-specoperaciis-sedegad-9-piri-daakaves-263976520.html
ნარკოდანაშაული საქართველოში: სპეცოპერაციის შედეგად 9 პირი დააკავეს - ვიდეო
ნარკოდანაშაული საქართველოში: სპეცოპერაციის შედეგად 9 პირი დააკავეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
2022-01-29T13:46+0400
2022-01-29T13:46+0400
2022-01-29T13:46+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24313/91/243139155_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_18156c49c8bb4d34f688289e14470c58.jpg
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის ცხრა პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ინფორმაციით, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა დროს ჩატარდა.ხუთ პირს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო ოთხი პირი ნარკორეალიზაციისთვის არის დაკავებული. დაკავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კიდევ ორი - წარსულში ნასამართლევია. დაკავებულთა ასაკი 27-დან 61 წლამდე მერყეობს.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს: გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს-ს პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24313/91/243139155_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_e428828cb637df7620c53aac70a5e767.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნარკოდანაშაული სპეცოპერაცია 9 პირი დაკავება - ვიდეო
ნარკოდანაშაული სპეცოპერაცია 9 პირი დაკავება - ვიდეო
ნარკოდანაშაული საქართველოში: სპეცოპერაციის შედეგად 9 პირი დააკავეს - ვიდეო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის ცხრა პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა დროს ჩატარდა.
ხუთ პირს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო ოთხი პირი ნარკორეალიზაციისთვის არის დაკავებული. დაკავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კიდევ ორი - წარსულში ნასამართლევია. დაკავებულთა ასაკი 27-დან 61 წლამდე მერყეობს.
„პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის", „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს:
„ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება
6 ამპულა „მორფინი“, 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“
5 ცალი კონტეინერი მასში მოთავსებული მეტადონის სითხით
ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის" (LSD) შემცველი 300 ფირფიტა
5 კილოგრამამდე „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“
35 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „პსილოცინის“ შემცველი სოკო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.