https://sputnik-georgia.com/20220129/mwvane-pasportma-kargi-veraferi-mogvca-amitom-unda-gauqmdes-sota-burjanazis-mimartva-263977943.html
„მწვანე პასპორტმა“ კარგი ვერაფერი მოგვცა, ამიტომ უნდა გაუქმდეს: შოთა ბურჯანაძის მიმართვა
„მწვანე პასპორტმა“ კარგი ვერაფერი მოგვცა, ამიტომ უნდა გაუქმდეს: შოთა ბურჯანაძის მიმართვა
Sputnik საქართველო
შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტი” არაეფექტური აღმოჩნდა და მის გაუქმებას ითხოვს.
2022-01-29T15:04+0400
2022-01-29T15:04+0400
2023-08-17T18:16+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261797999_0:31:3079:1762_1920x0_80_0_0_ea043de9beb647c3ecfcb495bfa209c3.jpg
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. კვდება ბიზნესი, ვითხოვთ კოვიდ-პასპორტის გაუქმებას, განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლა მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირებს შეუძლიათ.როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, აბსურდია, როდესაც რესტორანში მასპინძელს არ მოეთხოვება „მწვანე პასპორტი“, სტუმარი კი ვალდებულია ის წარმოადგინოს.როგორც მან აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა პანდემიას ვერ მართავს და გადაწყვეტილებები, რომლებიც, დღეისთვის არის მიღებული, აბსურდულია.„აშკარაა, რომ პანდემიას ვერავინ ერევა. როგორც დღეს იმართება პანდემიური სიტუაცია გამყრელიძისა და იმნაძის მიერ, ასე მეორე კლასელიც წარმართავდა ვითარებას. „მწვანე პასპორტს“ სულ სხვა მიზანი უნდა ჰქონოდა და მე ამის მომხრე ვიყავი. მას იმუნიზაცია უნდა დაეჩქარებინა და დაეცვა საზოგადოება, ახლა კი ის მხოლოდ აბსურდულ რეგულაციას და ე.წ ფიქციას წარმოადგენს. „მწვანე პასპორტმა“ კარგი ვერაფერი მოგვცა, ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციებით, კოვიდ-პასპორტის აღება უვადოდ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს, ხოლო შეზღუდული ვადით – PCR–ტესტის (72 საათი) ან სწრაფი ტესტის (24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.2021წლის 16 ნოემბრიდან ქართული კოვიდ-პასპორტი ევროკავშირის ქვეყნებში აღიარეს.„მწვანე პასპორტებში“ თითოეული მოქალაქის შესახებ მითითებულია კორონავირუსთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია – გადატანილი ავადმყოფობა, PCR–ტესტების პასუხები, ვაქცინაციის კურსი.ციფრული კოვიდ-პასპორტის გასააქტიურებლად მომხმარებელმა App Store-დან ან Google Store-დან უნდა გადმოწეროს აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს. QR–კოდის მქონე „მწვანე პასპორტის“ მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფილიალებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261797999_128:0:2859:2048_1920x0_80_0_0_165bc42b857bd07efcda9daf0e0ff85b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მწვანე პასპორტი ბურჯანაძე მიმართვა
მწვანე პასპორტი ბურჯანაძე მიმართვა
„მწვანე პასპორტმა“ კარგი ვერაფერი მოგვცა, ამიტომ უნდა გაუქმდეს: შოთა ბურჯანაძის მიმართვა
15:04 29.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტი” არაეფექტური აღმოჩნდა და მის გაუქმებას ითხოვს.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. კვდება ბიზნესი, ვითხოვთ კოვიდ-პასპორტის გაუქმებას, განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლა მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირებს შეუძლიათ.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, აბსურდია, როდესაც რესტორანში მასპინძელს არ მოეთხოვება „მწვანე პასპორტი“, სტუმარი კი ვალდებულია ის წარმოადგინოს.
„უკვე 20 ათასი ინფიცირებულს ვაღწევთ დღეში და ამის ფონზე, რეგულაციები, რომლებიც დღესაა დაწესებული მხოლოდ რესტორნებს ეხებათ. იკარგება სამუშაო ადგილები, კვდება ბიზნესის ეს ნაწილი და ვიღებთ სავალალო შედეგებს. მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ არ ჩაკეტა რესტორნები და ამან ეკონომიკის ამუშავებაც გამოიწვია. არანაირი სხვა რეგულაცია არ შემოღებულა, ამიტომაც, „მწვანე პასპორტების“ მნიშვნელობას ვეღარ ვხვდები“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა პანდემიას ვერ მართავს და გადაწყვეტილებები, რომლებიც, დღეისთვის არის მიღებული, აბსურდულია.
„აშკარაა, რომ პანდემიას ვერავინ ერევა. როგორც დღეს იმართება პანდემიური სიტუაცია გამყრელიძისა და იმნაძის მიერ, ასე მეორე კლასელიც წარმართავდა ვითარებას. „მწვანე პასპორტს“ სულ სხვა მიზანი უნდა ჰქონოდა და მე ამის მომხრე ვიყავი. მას იმუნიზაცია უნდა დაეჩქარებინა და დაეცვა საზოგადოება, ახლა კი ის მხოლოდ აბსურდულ რეგულაციას და ე.წ ფიქციას წარმოადგენს. „მწვანე პასპორტმა“ კარგი ვერაფერი მოგვცა, ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციებით, კოვიდ-პასპორტის აღება უვადოდ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს, ხოლო შეზღუდული ვადით – PCR–ტესტის (72 საათი) ან სწრაფი ტესტის (24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.
2021წლის 16 ნოემბრიდან ქართული კოვიდ-პასპორტი ევროკავშირის ქვეყნებში აღიარეს.
„მწვანე პასპორტებში“ თითოეული მოქალაქის შესახებ მითითებულია კორონავირუსთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია – გადატანილი ავადმყოფობა, PCR–ტესტების პასუხები, ვაქცინაციის კურსი.
ციფრული კოვიდ-პასპორტის გასააქტიურებლად მომხმარებელმა App Store-დან ან Google Store-დან უნდა გადმოწეროს აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს. QR–კოდის მქონე „მწვანე პასპორტის“ მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფილიალებში.