https://sputnik-georgia.com/20220129/gardaicvala-filologi-mecnieri-da-poeti-lali-gulisasvili-263981753.html
გარდაიცვალა ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი ლალი გულისაშვილი
გარდაიცვალა ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი ლალი გულისაშვილი
Sputnik საქართველო
ნანა ჯანელიძის კინოფილმისთვის „იავნანამ რა ჰქმნა“ თითქმის ყველა სიმღერა ლალი გულისაშვილის ლექსებზე შეიქმნა
2022-01-29T20:08+0400
2022-01-29T20:08+0400
2022-01-29T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b943af0db14ddd06df8f46b29402aaae.jpg
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. 66 წლის ასაკში ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა.ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი, ფოლკლორისტი ამირან არაბული ავრცელებს.ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლალი გულისაშვილი დაიბადა საგარეჯოს რაიონი სოფელ გიორგიწმინდაში.1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.მისი პირველი ლექსები უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა, შემდეგ კი – ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.1977 წელს მუშაობა დაიწყო ლიტერატურის ინსტიტუტში. „გერმანულ სკოლაში" იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.1997-2005 წლებში იყო მე-6 გიმნაზიის დირექტორი. მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „დაბრუნება ძველ სახლში" (1985), „საგაზაფხულო ლოცვა" (1989), „შვილს" (2017).მის ლექსებზე დაწერილია სიმღერები. ნანა ჯანელიძის ცნობილ კინოფილმ „იავნანაში" (1994) თითქმის ყველა სიმღერა მის ლექსებზეა დაწერილი, მათ შორის „იავნანა" და „შობის გალობა" (ცისკრის ალილო).1996 წელს მიენიჭა ღირსების მედალი.წყარო - ამირან არაბულის Facebook-გვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_a537fa920e6ea64aed3263da22da8d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფილოლოგი მეცნიერი პოეტი ლალი გულისაშვილი
ფილოლოგი მეცნიერი პოეტი ლალი გულისაშვილი
გარდაიცვალა ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი ლალი გულისაშვილი
20:08 29.01.2022 (განახლებულია: 20:10 29.01.2022) ნანა ჯანელიძის კინოფილმისთვის „იავნანამ რა ჰქმნა“ თითქმის ყველა სიმღერა ლალი გულისაშვილის ლექსებზე შეიქმნა
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. 66 წლის ასაკში ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი, ფოლკლორისტი ამირან არაბული ავრცელებს.
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლალი გულისაშვილი დაიბადა საგარეჯოს რაიონი სოფელ გიორგიწმინდაში.
1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მისი პირველი ლექსები უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა, შემდეგ კი – ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.
1977 წელს მუშაობა დაიწყო ლიტერატურის ინსტიტუტში. „გერმანულ სკოლაში" იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.1997-2005 წლებში იყო მე-6 გიმნაზიის დირექტორი. მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „დაბრუნება ძველ სახლში" (1985), „საგაზაფხულო ლოცვა" (1989), „შვილს" (2017).
მის ლექსებზე დაწერილია სიმღერები. ნანა ჯანელიძის ცნობილ კინოფილმ „იავნანაში" (1994) თითქმის ყველა სიმღერა მის ლექსებზეა დაწერილი, მათ შორის „იავნანა" და „შობის გალობა" (ცისკრის ალილო).
1996 წელს მიენიჭა ღირსების მედალი.