დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 იანვარი

CC BY 2.0 / Giuseppe Milo / The Northern Lightsჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 29 იანვარია, შაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღე საინტერესოდ დაიწყება. გელოდებათ სასიამოვნო მოულოდნელი მოვლენები, დასამახსოვრებელი შეხვედრები. არაა გამორიცხული უჩვეულო რომანტიკული ისტორიის დაწყება. დღის მეორე ნახევარში ბევრს დასჭირდება დასვენება. სჯობს, გადადოთ სერიოზული საქმეები და შეხვედრები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 იანვარი>>
ვერძი: კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ყურადღებით მოგისმენენ და სწორად გაგიგებენ. გაჩნდება შანსი, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს დაძაბული იყო. ზოგიერთ თქვენგანს სასიამოვნო რომანტიკული სიურპრიზები ელოდება.
განთიადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2019
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
კურო: შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. ეს დაგეხმარებათ დაძაბული მომენტების თავიდან აცილებაში. დღის პირველ ნახევარში მშვიდი მსჯელობა მნიშვნელოვან საკითხებზე არ გამოვა. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. გამოსწორდება ურთიერთობები.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა ფულთან დაკავშირებული სერიოზული საკითხების განსახილველად. შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას – ის არ დაგაღალატებთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესამჩნევი იქნება პირად ურთიერთობებშიც. ახლობლებთან იოლად იპოვით საერთო ენას.
კირჩხიბი: კარგი დღეა. ყველაფერი ისე არ აეწყობა, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ გეგმის შეცვლის აუცილებლობა არ გაგანაწყენებთ. შეგიძლიათ ახალ საქმეს მოკიდოთ ხელი. დაგეხმარებიან მეგობრები და ძველი ნაცნობები. სასიამოვნო იქნება შეხვედრა დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან.
საფულეები - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2019
როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა
ლომი: თამამად დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები. მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. ინტუიცია გამძაფრებული გექნებათ და მისი მინიშნებები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა გაჩნდეს იდეა, რომლის წყალობითაც შემოსავლების გაზრდას შეძლებთ..
ქალწული: კარგი დღეა მოგზაურობისთვის. აქ მნიშვნელოვანია არა სადმე შორს წასვლა, არამედ გარემოს გამოცვლა. მიიღებთ უამრავ დადებით ემოციას. ადვილად მიაღწევთ წარმატებებს იქ, სადაც ფანტაზია და შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო. პირად ურთიერთობებში ინტუიციას ენდეთ.
სასწორი: შესანიშნავი დღეა თანამოაზრეებთან ერთად საერთო გეგმების განსახილველად. ეს შეიძლება ეხებოდეს ოჯახურ დასვენებას, მომავალ საყიდლებს, სახლის საქმეებს... დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, მეორეში კი რაღაც მოულოდნელობები და სასიამოვნო ქაოსია მოსალოდნელი.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2020
შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები
მორიელი: ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. მოხერხებთ ძველი ჩანაფიქრის განხორციელებას, მიზნის მიღწევას. დღის მეორე ნახევარი კარგ სიახლეებს გპირდებათ. მიღებული ინფორმაცია მომავალში არაერთხელ გამოგადგებათ. დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, შეცდომების თავიდან არიდებაში.
მშვილდოსანი: კარგი იქნება, თუ ადრე დაწყებულ და შემდეგ მიტოვებულ საქმეებს დაუბრუნდებით. ახლა უკვე მოახერხებთ საჭირო შედეგის მიღებას და ამისთვის დიდი ძალისხმ3ევის გამოჩენა არ დაგჭირდებათ. იღბლიანი დღეა ურთიერთობების თვალსაზრისითაც. დღეს ადვილად უგებთ ადამიანებს.
თხის რქა: ამ დღეს მარტო დასვენებას ვერ მიუძღვნით. იქნებით ენერგიული, ამიტომ რთულ საქმეებს შეეჭიდებით. მტკიცე განწყობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა. ასევე არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
მერწყული: ბევრ რამეში გაგიმართლებთ. შეძლებთ პრობლემების გადაჭრას. თუ რთულ საქმეს შეეჭიდებით, შესანიშნავად გაართმევთ მას თავს. ძველ მეგობრებთან შეხვედრა უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ. შესაძლებელია საჩუქრების მიღება, მათ შორის სრულიად მოულოდნელად, რაც ძალიან გაგახარებთ.
თევზები: სასიამოვნო და სრულიად „უღრუბლო“ დღე არ გელოდებათ, მაგრამ არც სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი. ეცადეთ, წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. თუ სიმშვიდესა და კარგ განწყობას შეინარჩუნებთ, იპოვით ხერხს, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოთ.
ყველა ახალი ამბავი
0