https://sputnik-georgia.com/20220128/tbilisshi-sacxovrebeli-partebi-100-mde-ojaxs-daukanonda-263962741.html
თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 100-მდე ოჯახს დაუკანონდა
თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 100-მდე ოჯახს დაუკანონდა
Sputnik საქართველო
თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. 28.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-28T18:21+0400
2022-01-28T18:21+0400
2022-01-28T22:33+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.კალაძის თქმით, 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. „ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ იმ ოჯახებს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებმაც ანალოგიური პრობლემები წლების განმავლობაში ვერ მოაგვარეს. მათ აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. მათ აუხსნიან, თუ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ იმისთვის, რომ შემდეგ დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა კახა კალაძემ.ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ, მათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ დედაქალაქის მერია ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებს ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 100-მდე ოჯახს დაუკანონდა
18:21 28.01.2022 (განახლებულია: 22:33 28.01.2022) თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
კალაძის თქმით, 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
„ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ იმ ოჯახებს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებმაც ანალოგიური პრობლემები წლების განმავლობაში ვერ მოაგვარეს. მათ აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. მათ აუხსნიან, თუ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ იმისთვის, რომ შემდეგ დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ, მათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ დედაქალაქის მერია ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებს ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაეხმარება.