https://sputnik-georgia.com/20220128/saqartvelo-wyalmomaragebis-sistemis0reformistvis-30-mln-evros-miirebs-263972647.html
საქართველო წყალმომარაგების სისტემის რეფორმისთვის 30 მილიონ ევროს მიიღებს
საქართველო წყალმომარაგების სისტემის რეფორმისთვის 30 მილიონ ევროს მიიღებს
Sputnik საქართველო
AFD-ს მხრიდან რეფორმის მხარდაჭერა შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების იმ პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია ADB–ს მიერ.
2022-01-28T23:47+0400
2022-01-28T23:47+0400
2022-01-28T23:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23513/23/235132325_0:609:1477:1440_1920x0_80_0_0_4ac2f6358d37b03afc098da7eaf78354.jpg
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებმა პარასკევს ხელი მოაწერეს შეთანხმებას წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამისთვის 30 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ რეფორმის მხარდაჭერა AFD–ს მხრიდან სრულად შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების იმ პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ. საფრანგეთის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოს, გააუმჯობესოს მმართველობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში,აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად გასულ წელს გამოყო 115.31 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი ორ ტრანშად.რა იგეგმება ქვეყანაში წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად>>საქართველოში წყალმომარაგება დღეში 4-დან 24 საათამდე მერყეობს, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 64%-ს წყალი ონკანით მიეწოდება; ქალაქის მოსახლეობის 84%-სა და სოფლად მცხოვრებთა 20%-ს მიუწვდება ხელი კანალიზაციაზე; და მთელი მოსახლეობის მხოლოდ 36% სარგებლობს წყალარინების გამწმენდი სისტემით.წყარო: ფინანსთა სამინისტრო
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23513/23/235132325_0:470:1477:1578_1920x0_80_0_0_f719450dc5febafeefdd3277e941835a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წყალმომარაგება სისტემა ევრო დახმარება საფრანგეთი
წყალმომარაგება სისტემა ევრო დახმარება საფრანგეთი
საქართველო წყალმომარაგების სისტემის რეფორმისთვის 30 მილიონ ევროს მიიღებს
23:47 28.01.2022 (განახლებულია: 23:50 28.01.2022) AFD-ს მიერ რეფორმის სრული მხარდაჭერა შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების იმ პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ.
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებმა პარასკევს ხელი მოაწერეს შეთანხმებას წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამისთვის 30 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ რეფორმის მხარდაჭერა AFD–ს მხრიდან სრულად შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების იმ პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ. საფრანგეთის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოს, გააუმჯობესოს მმართველობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში,
აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად გასულ წელს გამოყო 115.31 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი ორ ტრანშად.
საქართველოში წყალმომარაგება დღეში 4-დან 24 საათამდე მერყეობს, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 64%-ს წყალი ონკანით მიეწოდება; ქალაქის მოსახლეობის 84%-სა და სოფლად მცხოვრებთა 20%-ს მიუწვდება ხელი კანალიზაციაზე; და მთელი მოსახლეობის მხოლოდ 36% სარგებლობს წყალარინების გამწმენდი სისტემით.