რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
აქციის დაწყებამდე სექციაში ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების გათიშვა მოხდა.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციაში ინციდენტთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა.
მისი თქმით, მოსკოვში შეშფოთება გამოიწვია 26 იანვარს ქართული ოპოზიციის ანტირუსულმა პოლიტიკურმა აქციამ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციის შენობასთან უშუალო სიახლოვეს. აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სექციაში გამოირთო ძირითადი და სათადარიგო ელექტრომომარაგება.
„მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა ნოტა, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულება. ანალოგიური სიგნალები გაეგზავნა მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებულ საქართველოს ინტერესთა სექციას“, – განაცხადა ზაიცევმა, აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად სექციის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამგვარი ინციდენტების აღსაკვეთად ყველა ზომას გამოიყენებს“, – დასძინა ზაიცევმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. დიალოგი ქვეყნებს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. ურთიერთობები 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ ქართულმა მხარემ გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0