https://sputnik-georgia.com/20220128/qartveolma-ziudoistebma-portugaliasi-gamosvla-warumateblad-daiwyes-263970808.html
ძიუდო: ქართველების წარუმატებელი სტარტი პორტუგალიის გრან–პრიზე
ძიუდო: ქართველების წარუმატებელი სტარტი პორტუგალიის გრან–პრიზე
Sputnik საქართველო
ტურნირის პირველ დღეს თენგო ზირაქიშვილი და საბა კაპანაძე გამოვიდნენ. ხვალ კიდევ სამი სპორტსმენი იასპარეზებს
2022-01-28T22:09+0400
2022-01-28T22:09+0400
2022-01-28T23:08+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251430700_0:0:3199:1799_1920x0_80_0_0_a6961891554ccd103512a0550e0fc13b.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა პორტუგალიის გრან-პრიზე ალმადაში მედლებისთვის ბრძოლაში ჩართვა პირველ დღეს ვერ შეძლეს.ტურნირის პირველ დღეს თენგო ზირაქიშვილმა და საბა კაპანაძემ იასპარეზეს. ორივე 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის. ზირაქიშვილი მეორე წრემდე მივიდა და სამხრეთ კორეელ ან ბაულთან წააგო, ხოლო კაპანაძე პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა ანგოლელ ედმილსონ პედროსთან.მეორე დღეს ტატამზე გამოვლენ გიორგი თეთრაშვილი (73 კილოგრამამდე), გიორგი შერაზადიშვილი და დიმიტრი გოჩილაძე (ორივე 81 კილოგრამამდე).პორტუგალიის გრან-პრი 30 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირში 41 ქვეყნის 300 ძიუდოისტი (179 მამაკაცი, 121 ქალი) მონაწილეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251430700_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_00671fc0a99c7a1d996fdb2ae2e4d2b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ძიუდო საქართველო ნაკრები პორტუგალია გრან–პრი
ძიუდო საქართველო ნაკრები პორტუგალია გრან–პრი
ძიუდო: ქართველების წარუმატებელი სტარტი პორტუგალიის გრან–პრიზე
22:09 28.01.2022 (განახლებულია: 23:08 28.01.2022) ზირაქიშვილი მეორე წრემდე მივიდა, ხოლო კაპანაძე ტურნირს პირველივე ორთაბრძოლიდან გამოეთიშა.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა პორტუგალიის გრან-პრიზე ალმადაში მედლებისთვის ბრძოლაში ჩართვა პირველ დღეს ვერ შეძლეს.
ტურნირის პირველ დღეს თენგო ზირაქიშვილმა და საბა კაპანაძემ იასპარეზეს. ორივე 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის. ზირაქიშვილი მეორე წრემდე მივიდა და სამხრეთ კორეელ ან ბაულთან წააგო, ხოლო კაპანაძე პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა ანგოლელ ედმილსონ პედროსთან.
მეორე დღეს ტატამზე გამოვლენ გიორგი თეთრაშვილი (73 კილოგრამამდე), გიორგი შერაზადიშვილი და დიმიტრი გოჩილაძე (ორივე 81 კილოგრამამდე).
პორტუგალიის გრან-პრი 30 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირში 41 ქვეყნის 300 ძიუდოისტი (179 მამაკაცი, 121 ქალი) მონაწილეობს.