https://sputnik-georgia.com/20220128/kaladze-orxevshi-shenobebis-demontajs-exmaureba-263958284.html
„სახელმწიფოს მიწებს ვერავინ დაიტაცებს“ – კალაძე ორხევში უკანონო შენობების დემონტაჟზე
„სახელმწიფოს მიწებს ვერავინ დაიტაცებს“ – კალაძე ორხევში უკანონო შენობების დემონტაჟზე
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, თბილისის მერიას ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება. 28.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-28T15:39+0400
2022-01-28T15:39+0400
2022-01-28T20:30+0400
საზოგადოება
შემთხვევები
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263842762_0:166:1600:1067_1920x0_80_0_0_d544358debbf3e0a7b04c0ead55d4c00.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ დაიტაცოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და აწარმოოს უკანონო მშენებლობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ორხევის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით.დღეს ორხევში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო.მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა ორხევის დასახლებაში ინსპექტირება ორი თვის წინ განახორციელა, რომლის შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი, კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.მოსახლეობა სახლების ნგრევას აპროტესტებს. მათი განცხადებით, შენობების დემონტაჟის გამო ისინი ღია ცის ქვეშ რჩებიან და წასასვლელი არსად აქვთ.„ქუჩაში არავინ დარჩება... შენობები, რომელთა დემონტაჟიც განვახორციელეთ, დაუსრულებელი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა", – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა.დღეს დასახლებაში 10-ზე მეტი საცხოვრებლის დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე ვითარებას პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263842762_420:182:1600:1067_1920x0_80_0_0_080661f558453bd003ab86334c9a51c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
„სახელმწიფოს მიწებს ვერავინ დაიტაცებს“ – კალაძე ორხევში უკანონო შენობების დემონტაჟზე
15:39 28.01.2022 (განახლებულია: 20:30 28.01.2022) კალაძის თქმით, თბილისის მერიას ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ დაიტაცოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და აწარმოოს უკანონო მშენებლობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ორხევის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით.
დღეს ორხევში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო.
„აღნიშნული ნაგებობების მეპატრონეები მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული. ჩვენ სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცებას არ შევეგუებით და ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება. როგორც მოკვლევის შედეგად გაირკვა, ეს ადამიანები ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ბინებს დედაქალაქში“, – განაცხადა კალაძემ.
მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა ორხევის დასახლებაში ინსპექტირება ორი თვის წინ განახორციელა, რომლის შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი, კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
მოსახლეობა სახლების ნგრევას აპროტესტებს. მათი განცხადებით, შენობების დემონტაჟის გამო ისინი ღია ცის ქვეშ რჩებიან და წასასვლელი არსად აქვთ.
„ქუჩაში არავინ დარჩება... შენობები, რომელთა დემონტაჟიც განვახორციელეთ, დაუსრულებელი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა", – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა.
დღეს დასახლებაში 10-ზე მეტი საცხოვრებლის დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე ვითარებას პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.