Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვთხოვე, არ გამომიგზავნოთ–მეთქი, მძღოლთან ინციდენტი მომივიდა“: ფარულავა ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / Ia Parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
ია ფარულავა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.
მსახიობმა ია ფარულავამ პანდემიამდე საკუთარ ავტომობილზე უარი თქვა და ქალაქში ტაქსით გადაადგილდება. მსახიობი „ინსტაგრამის“ „სთორებზე“ ხშირად აქვეყნებს ტაქსის მძღოლებთან დიალოგებს. აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ ერთი კომპანიის მანქანებით მგზავრობს.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტაქსის მძღოლს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ პირბადე არასწორად ეკეთა. მძღოლს მსახიობი ჯერ ჟურნალისტი ეკა ხოფერია ეგონა, როდესაც მეორე ცდაზე მიხვდა, რომ ნამდვილად გამოიცნო და მანქანაში ია ფარულავა ეჯდა, ძალიან გაუხარდა. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ მძღოლთან ადრე ფარულავას ინციდენტი მოუვიდა და კომპანიას სთხოვა მასთან არ გამოეგზავნათ.
ყველა ახალი ამბავი
0