https://sputnik-georgia.com/20220128/gwp-s-servis-centrebi-tbilissi-musaobis-distanciur-rejimze-gadadian-263966642.html
GWP-ს თბილისის სერვის–ცენტრები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან
GWP-ს თბილისის სერვის–ცენტრები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან
Sputnik საქართველო
კომპანიამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
2022-01-28T19:41+0400
2022-01-28T19:41+0400
2022-01-28T22:41+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/24/239452483_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_3cd9e7ee8af91bd1903bb734aa39a5db.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 31 იანვრიდან თბილისის სერვის–ცენტრებში დროებით ზღუდავს ვიზიტებს და მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.მომხმარებლებს განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ დისტანციურად კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე - online@gwp.ge. GWP მოუწოდებს მოქალაქეებს, განცხადების გაგზავნამდე გაეცნონ ელექტრონულ ფორმებსა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს.განცხადება დისტანციურად დარეგისტრირდება და პროცესის დასრულების შემდეგ აბონენტები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.წყარო: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/24/239452483_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_88e238858513da4317ee9f3aa7d6815d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
gwp სერვისი დისტანციური მუშაობა თბილისი
gwp სერვისი დისტანციური მუშაობა თბილისი
GWP-ს თბილისის სერვის–ცენტრები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან
19:41 28.01.2022 (განახლებულია: 22:41 28.01.2022) კომპანიამ დისტანციურად მუშაობის გადაწყვეტილება მძიმე ეპიდემიოლოგირი მდგომარეობის გამო მიიღო.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 31 იანვრიდან თბილისის სერვის–ცენტრებში დროებით ზღუდავს ვიზიტებს და მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
„არსებულ ვითარებაში კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების მისაღებად ადგილზე ვიზიტი შესაძლებელია მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის–ცენტრში და ასევე რუსთავის წყლის მომხმარებლებისთვის – ქალაქ რუსთავში, წმინდა ნინოს ქუჩა N5-ში მდებარე სერვის–ცენტრში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მომხმარებლებს განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ დისტანციურად კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე - online@gwp.ge. GWP მოუწოდებს მოქალაქეებს, განცხადების გაგზავნამდე გაეცნონ ელექტრონულ ფორმებსა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს.
განცხადება დისტანციურად დარეგისტრირდება და პროცესის დასრულების შემდეგ აბონენტები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.