https://sputnik-georgia.com/20220128/------263965466.html
გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
Sputnik საქართველო
ზვავსაშიშროების საფრთხის გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა. 28.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-28T19:00+0400
2022-01-28T19:00+0400
2022-01-28T22:37+0400
ახალი ამბები
ზემო ლარსი
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251071927_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_69afb3558634f5ea9751198ddfdacc9e.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროებისა და ლიპყინულის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა მოქმედებდა.უწყების ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ზემო ლარსი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251071927_173:354:2432:2048_1920x0_80_0_0_ee02782abd0683777e517bc1434b40f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ზემო ლარსი , საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, ზემო ლარსი , საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
19:00 28.01.2022 (განახლებულია: 22:37 28.01.2022) ზვავსაშიშროების საფრთხის გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროებისა და ლიპყინულის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა მოქმედებდა.
უწყების ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.