რა მოხდება, თუ გრეიპფრუტს კვირაში ერთხელ შეჭამთ: სარგებელი და ზიანი

გამოწერა
თბილისი, 27 იანვარი − Sputnik. გრეიპფრუტი აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში, ვინაიდან ეს ხილი არაერთ დაავადებას ებრძვის, თუმცა ასევე აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი დასაშვები ნორმა, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი სვეტლანა ზელენცოვა.
მისი თქმით, გრეიპფრუტი განსაკუთრებით მდიდარია C-ვიტამინითა და კაჟბადით. ამიტომაცაა, რომ გრეიპფრუტი განამტკიცებს არა მხოლოდ იმუნიტეტს, არამედ კოლაგენის სინთეზსაც ზრდის.

„ეს ხილი შეიცავს არაერთ ფიტოქიმიურ ნივთიერებას, რომელთა თვისებებს აქტიურად სწავლობენ. რამდენიმე მათგანი უკვე აღიარებულია ჰეროპროტექტორებად, ანუ ნივთიერებად, რომელიც ორგანიზმის დაბერებას აყოვნებს“, − განმარტა ექიმმა.

ეს ნივთიერებებია:
ნარინგენინი − რომელსაც ანტიქოსიდანტური, ანტისიმსივნური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებს. ნარინგენი აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობას და თრგუნავს მადას;
ნობილეტინი − სასარგებლოა გაცხიმოვნების, ათეროსკლეროზის, ინსულინორეზისტენტობის დროს;
ჰესპერედინი − ანტიოქსიდანტი, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ამაგრებს სისხლძარღვებს, ზრდის ვენების ტონუსსა და ელასტიკურობას.
როგორც ექიმი განმარტავს, გრეიპფრუტი დაგეხმარებთა ნაღვლის შეგუბებისა და კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის დროს, ვინაიდან საჭმლის გადამამუშავებელი წვენების გამომუშავებას უწყობს ხელს.
ამასთან მასში შემავალი უჯრედისი ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის.

გრეიპფრუტის სასარგებლო თვისებები:

აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
ადამიანი გამოჰყავს სიმთვრალის მდგომარეობიდან და ხსნის ალკოჰოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას;
აქვს ანტიოქსიდანტური აქტიურობა
ააქტიურებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას და ხელს უწყობს ღვიძლის ფერმენტების გამომუშავებს;
აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აბრკოლებს ათეროსკლეროზული კვანძების წარმოქმნას;
ამაგრებს სისხლძარღვებს, ამაღლებს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, აბრკოლებს სისხლდენას;
ამაღლებს ორგანიზმის ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს, აძლიერებს იმუნიტეტს;
აწესრიგებს ნაწლავების ფლორის ბაქტერიულ შემადგენლობას;
აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს;
ააქტიურებს ცხიმების მეტაბოლიზმს.
თუმცა სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ ბევრი გრეიპფრუტის ჭამა რეკომენდებული არ არის. ვინაიდან მისი აქტიური ნივთიერებები თრგუნავს იმ ფერმენტების მოქმედებას, რომლებიც ორგანიზმში ბევრი ნივთიერების დეტოქსიკაციისთვის არის საჭირო.
ექიმის თქმით, საუკეთესო რაოდენობა − ეს კვირაში ერთი ცალი გრეიპფრუტია.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ეს ხილი სრულად უნდა ამოიღოთ რაციონიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს და ასევე სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში.
გრეიპფრუტის ჭამას უნდა მოერიდოთ ცხელ სეზონზეც, ვინაიდან მან შეიძლება მზისადმი კანის მგრძნობელობა გაზარდოს.
გარდა ამისა, გრეიპფრუტი შეიძლება საზიანო იყოს გარკვეულ მედიკამენტებთან ერთადაც.
ესენია:
ქიმიოთერაპიის საშუალებები;
სტატინები;
ჰიპერტონიისა და სხვა გულ–სისხლძარღვოვანი დაავადებების პრეპარატები;
ანალგეტიკები;
ფსიქოტროპული პრეპარატები;
იმუნოდეპრესანტები;
შარდმდენები;
ანტიჰისტამინური პრეპარატები;
ბეტა-ბლოკერები;
ხველების საწინააღმდეგო წამლები.
დაიმახსოვრეთ: გრეიპფრუტი ამცირებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას, რომელთა შემადგენლობაშიც ესტროგენი და მისი ანალოგები შედის – ანუ დაორსულობის შანსი იზრდება. წვენი და ნაყოფი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში.
ყველა ახალი ამბავი
0