https://sputnik-georgia.com/20220127/qalze-zaladobis-faqtze-dakavebul-policiels-patimroba-seefarda-263939045.html
ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
არსებული ინფორმაციით, დაზარალებული ქალი არ არის წინააღმდეგი, რომ ბრალდებული გამოძიების პერიოდში თავისუფალი იყოს.
2022-01-27T20:47+0400
2022-01-27T20:47+0400
2022-01-27T21:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263938082_0:63:1281:783_1920x0_80_0_0_d4becf1be73379680644afe74b0c7736.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა.შემთხვევა 25 იანვარს ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე მოხდა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, პოლიციის თანამშრომელმა პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. პოლიციელი მეორე დღეს დააკავეს.პოლიციელის ადვოკატი კობა ტაბაღუა გირაოს სახით 50 ათასი ლარის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს ბრალდებულის დახასიათებები და დაზარალებული ქალის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ ბრალდებული გამოძიების პერიოდში თავისუფალი იყოს.თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს შინაპატიმრობას 2 წლამდე ვადით ან 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263938082_76:0:1203:845_1920x0_80_0_0_3e853785aab7565f3de54865a7ebf7c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქალი ძალადობა ფაქტი დაკავება პოლიციელი პატიმრობა
ქალი ძალადობა ფაქტი დაკავება პოლიციელი პატიმრობა
ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
20:47 27.01.2022 (განახლებულია: 21:03 27.01.2022) არსებობს დაზარალებული ქალის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ ბრალდებული გამოძიების პერიოდში თავისუფალი იყოს.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა 25 იანვარს ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე მოხდა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, პოლიციის თანამშრომელმა პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. პოლიციელი მეორე დღეს დააკავეს.
პოლიციელის ადვოკატი კობა ტაბაღუა გირაოს სახით 50 ათასი ლარის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს ბრალდებულის დახასიათებები და დაზარალებული ქალის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ ბრალდებული გამოძიების პერიოდში თავისუფალი იყოს.
თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს შინაპატიმრობას 2 წლამდე ვადით ან 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.