მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნაზარბაევს კიდევ ერთი პრივილეგია ჩამოართვეს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშინურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
გამოწერა
თბილისი, 27 იანვარი − Sputnik. ყაზახეთის პარლამენტის სენატმა (ზედა პალატა) დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახეთის უშიშროების საბჭოსა და ხალხთა ასამბლეის მუდმივი თავმჯდომარეობა გაუუქმდა.
მანამდეს ეს ცვლილებები ქვედა პალატამ, მაჟილისმა მოიწონა.
ამიერიდან აღნიშნული უფლებამოსილებები სახელმწიფოს მოქმედ პრეზიდენტს, კასიმ ჟომართ ტოკაევს გადაეცემა.
გარდა ამისა, ქვეყნის პარლამენტში მსჯელობენ სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და დამატებებზე, რომლებიც ნაზარბაევს ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს წევრობასა და ასევე მთავრობასა და პარლამენტში გამოსვლის უფლებას უნარჩუნებს.
ნურსულთან ნაზარბაევს, რომელიც ყაზახეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, უფლებამოსილება 2019 წლის 20 მარტს შეუწყდა. თუმცა მას უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, მმართველი პარტია „ნურ ოტანისა“ და ასევე ყაზახეთის ხალხთა ასამბლეის ლიდერის პოსტები შეუნარჩუნდა. 2022 წლის 5 იანვარს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება პრეზიდენტ ტოკაევს გადაეცა − ყაზახეთში მასობრივი არეულობის დროს.
ყველა ახალი ამბავი
0