Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კრიშტიანუს სახლში ვიკარგებოდი“ -როგორ გახდა მაღაზიის კონსულტანტი მილიარდერი რონალდუს ცოლი

© Facebook / Georgina Rodríguezჯორჯინა როდრიგესი
ჯორჯინა როდრიგესი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
გამოწერა
კრიშტიანუ რონალდუს და ჯორჯინა როდრიგესის სიყვარულის ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს
სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფეხ­ბურ­თის პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვის, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს არა მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, არა­მედ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც აინ­ტე­რე­სებს. რო­ნალ­დუს მსგავ­სად, მისი მე­გო­ბა­რი ქალი, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია და მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს. სტატიას The Sun აქვეყნებს.
ჯორ­ჯი­ნას შე­სა­ხებ „ნე­ტფ­ლიქსმა“ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც კი გა­და­ი­ღო სა­ხე­ლად - „მე ჯორ­ჯი­ნა ვარ“. ფილმში ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბის უც­ნო­ბი მხა­რეა აღ­წე­რი­ლი. პრე­მი­ე­რა ჯორ­ჯი­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე შედ­გა. ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ გაზ­რდი­ლა, ის „გუ­ჩის“ მა­ღა­ზი­ა­ში, კუნ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და და სწო­რედ აქ გა­იც­ნო მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი.
„სამ­სა­ხურ­ში ავ­ტო­ბუ­სით მივ­დი­ო­დი, სახ­ლში კი ბუ­გა­ტით ვბრუნ­დე­ბო­დი“, - იხ­სე­ნებს ჯორ­ჯი­ნა. რო­ნალ­დუ­სა და ჯორ­ჯი­ნას ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, 4 წლის გო­გო­ნა ჰყავთ და ტყუ­პის მო­ლო­დინ­ში არი­ან. მათ ჰყავთ კი­დევ სამი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც სუ­რო­გა­ცი­ის გზით გაჩ­დნენ.
„როცა კრიშ­ტი­ა­ნუს სახ­ლში პირ­ვე­ლად შე­მო­ვე­დი, რამ­დენ­ჯე­რაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში წყლის და­სა­ლე­ვად გა­ვი­დო­დი, უკან და­საბ­რუ­ნე­ბელ გზას ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მჭირ­დე­ბო­და, რომ სას­ტუმ­რო ოთა­ხამ­დე მი­მეღ­წია. ბავ­შვო­ბი­დან პა­ტა­რა სახ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბას ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი“, - ამ­ბობს ეს­პა­ნე­ლი ქალი და დას­ძენს, რომ ნა­ხე­ვა­რი წელი დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ კრიშ­ტი­ა­ნუს მდიდ­რულ სახ­ლს შეჩ­ვე­ო­და.
ჯორ­ჯი­ნა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სით და სი­ხა­რუ­ლით დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ტან­საც­მელს, ჩან­თებ­სა და ფეხ­საც­მე­ლებს გა­ნი­ხი­ლავს. „თავს ძა­ლი­ან იღ­ბლი­ან ქა­ლად ვთვლი, რად­გან ვიცი, რო­გო­რია არა­ფე­რი გა­გაჩ­ნდეს და ისიც ვიცი, რო­გო­რია, როცა ყვე­ლა­ფე­რი გაქვს. თავ­და­პირ­ვე­ლად ძვი­რა­დღი­რე­ბულ ტა­ნი­სა­მოსს ვყიდ­დი, ახლა კი თა­ვად მაც­ვია ისი­ნი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე“, - ამ­ბობს რო­ნალ­დუს საყ­ვა­რე­ლი ქალი.
ჯორ­ჯი­ნა შვი­ლე­ბის­თვის ძი­ძის და­ქი­რა­ვე­ბა­ზე არც კი ფიქ­რობს და მად­ლი­ე­რია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს სახ­ლი­დან იმუ­შა­ოს და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში თა­ვად იკის­როს მთა­ვა­რი როლი.
ყველა ახალი ამბავი
0