Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეს წელი იქნება პანდემიის დასასრული იმ შემთხვევაში, თუ..." ცერცვაძე რისკებს ასახელებს

© courtesy of Tengiz Tsertsvadzeთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
გამოწერა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. 2022 წელს კორონავირუსის პანდემია დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს 2-3 თვეში კიდევ ერთი ახალი და სერიოზული შტამი არ გაჩნდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა.„ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების„ანტირეკორდები" ბოლო დღეებში - დღეს, 27 იანვარს დაფიქსირდა 17.484 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების თითქმის 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.
„დაასრულებს თუ არა „ომიკრონი" პანდემიას? ასე გეტყვით, თუ არ გაჩნდა კიდევ ახალი შტამი, შტამები კი სულ ჩნდება, მაგრამ არა ისეთი სერიოზული, როგორიცაა „დელტა" და „ომიკრონი", მაშინ პანდემია აუცილებლად დასრულდება“, - განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“.
მისი თქმით, მიუხედავად ქვეყანაში ვაქცინაციის არცთუ მაღალი ტემპისაა, ეს პროცესი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მოსახლეობის 80% არ იქნება ვაქცინირებული.
„იმ სიცარიელეს, რაც შეიქმნა ვაქცინაციის შემდეგ, შეავსებს Pfizer-ის და Merck-ის ახალი მედიკამენტები. ეს კომბინაცია მსოფლიოში გამოცდილია. პანდემიის ცალკე ვაქცინაციით დაძლევა რთულია, მაგრამ გაცილებით იოლია მასთან ბრძოლა ეფექტიანი ვაქცინის და ეფექტიანი მედიკამენტის გამოყენებით“, - განაცხადა ცერცვაძემ.
27 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.686.220 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.327.689ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 46,2%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.215.005 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 42.3%. ე.წ. ბუსტერ-დოზაგაკეთებული აქვს 141.319 ადამიანს.
წყარო: Rustavi 2
ყველა ახალი ამბავი
0