Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თა­ვად, მგო­ნი, არც გეგ­მავ­და სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას“ - ანი ტყებუჩავა ქმარზე

© Facebook / Ani Tkebuchavaანი ტყებუჩავა
ანი ტყებუჩავა - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
გამოწერა
„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა ანი ტყებუჩავამ სიყვარულის ისტორიის შესახებ ისაუბრა
სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ მსა­ხი­ობ­მა ანა ტყე­ბუ­ჩა­ვამ მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა „სთო­რი­ში“ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. მისი თქმით, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ბა­რა­მი­ძე მის ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ორი ახლო მე­გო­ბა­რი და­კარ­გა და მძი­მე პე­რი­ო­დი ჰქონ­და.
ანა ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლეს მის­თვის სიმ­შვი­დე მო­აქვს და არ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც მას არ შე­უძ­ლია..
„ჩვენ ოჯახ­ში ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ხალ­ხი ვცხოვ­რობთ, დედა გუ­რუ­ლია და მამა - მეგ­რე­ლი. მეც ასე­თი ვარ, მაგ­რამ ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან წყნა­რია, არა­ვის აწუ­ხებს ისე აკე­თებს ყვე­ლა­ფერს. ამი­ტომ მისი გა­მო­ჩე­ნა ჩემ­თვის დიდი სიმ­შვი­დის მომ­ტა­ნი იყო, ისე მი­ვე­კა­რი, თა­ვად, მგო­ნი, არც გეგ­მავ­და სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას. არ მომ­წონს, ძა­ლი­ან მო­ლა­პა­რა­კე და აქ­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცე­ბი. დინ­ჯი, სი­ტყვა­ძუნ­წი კა­ცე­ბი უფრო მომ­წონს და ჩემ­თვის ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა“, - ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, ბავ­შვებ­თან ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნია, მეუღლე კი ამ დროს სახლში მუ­შა­ობს და ით­მენს ხმა­ურს.
„ლე­ვა­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, იმ პე­რი­ოდ­ში ორი მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ავა­რი­ით და­ი­ღუპ­ნენ. ამ­ბო­ბენ, დრო მკურ­ნა­ლი­აო, მაგ­რამ იცით, რო­გო­რი წა­მე­ბი მქონ­და, რო­გორც კი თვალს ვა­ხელ­დი, მახ­სოვ­და, რომ ისი­ნი აღარ იყ­ვნენ და არ ვი­ცო­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა. ეს ჩემი მშობ­ლე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა იყო“, - ამბობს ანა.
მსახიობი ტელეეკრანებზე პირველად სერიალ „შუა ქალაქში" ირაკლი ექიმის სტუდენტის როლში გამოჩნდა. თუმცა, არტისტს საზოგადოების აღიარება და სახელი მაინც რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" მთავარმა გმირმა ნინამ მოუტანა.
ანა ტყებუჩავა არც ისე დიდი ხნის წინ დაოჯახდა. მიუხედავად ახალბედა ოჯახისა, წყვილი ორ ულამაზეს ქალიშვილს ზრდის. როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ანა და მისი მეუღლე ლევანი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ. პატარა გოგონებს მშობლებთან გატარებული ყოველი წამი განსაკუთრებულად უყვართ.
ყველა ახალი ამბავი
0