სალომე ზურაბიშვილი: უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები...

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთეული პოლიციელის ქმედების გამო, ჩრდილი არ უნდა მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა პოლიცია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა პოლიციელის მიერ, მეტროს სადგურ „ისანში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.
ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიციას საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. თუმცა, მისივე განცხადებით, ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები აზიანებს სამართალდამცველების რეპუტაციას.
„უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია, მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო, ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გუშინ, სამართალდამცველებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს. გარდა ამისა, დღეს, საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
შშმ მოზარდის ცემა მეტროში: საპროტესტო აქციებზე პოლიციელების სამაგალითო დასჯა მოითხოვეს >>
საქართველოს დიდ ქალაქებში დაკავებული პოლიციელების სამაგალითოდ დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება, მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის დაყენებასაც მოითხოვენ.
წყარო - საქართველოს პრეზიდენტის Facebook-გვერდი.
ყველა ახალი ამბავი
0