თბილისს მწერალი სოფი მერსერონი ეწვევა

© Facebook / Sophie Merceron სოფი მერსერონი
 სოფი მერსერონი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და მწერალთა სახლი საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამას გასული წლის შემოდგომიდან ახორციელებენ.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან თბილისს მწერალი სოფი მერსერონი ეწვევა, ნათქვამია „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.
მერსერონი საქართველოს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia-ს ერთობლივი საერთაშორისო სარეზიდენციო პროექტის ფარგლებში ესტუმრება.
© Facebook / Sophie Merceronსოფი მერსერონი
Французская писательница и драматург Софи Мерсерон - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
სოფი მერსერონი
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება. ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, იგეგმება ონლაინშეხვედრა ფრანგულენოვან მკითხველთან. ასევე რეზიდენციის ფარგლებში, ავტორი ახალ ნაწარმოებზე იმუშავებს.
საპასუხოდ, თბილისთან დამეგობრებულ ქალაქ ნანტში გაემგზავრება მწერალი ირმა ტაველიძე, რომელიც აპრილის განმავლობაში ადგილობრივ რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს.
სოფი მერსერონი წლების განმავლობაში თეატრის მსახიობი იყო პარიზსა და ნანტში, 2006-2009 წლებში დააარსა და ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ შემოქმედებით სივრცე L'Ogre à Plumes-ს. წერს პიესებს თეატრალური დადგმებისთვის. მისმა სადებიუტო ნაწარმოებმა, „აპრილი“ (Avril, გამომცემლობა L'Ecole Des Loisirs), არაერთი მნიშვნელოვანი საბავშვო ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ იუნესკოს პროექტის, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით რეალიზდება. ამ პროექტის ფარგლებში 2021 წლის შემოდგომიდან გაცვლითი ლიტერატურული საერთაშორისო პროგრამები ხორციელდება.
სარეზიდენციო პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე იგეგმება ლიტერატურული რეზიდენციები ირლანდიასა და მექსიკაში.
ყველა ახალი ამბავი
0