გიტარისტი ტარიელ იბერი: ბედნიერი ვარ, რომ ბევრ რამეში პირველობა მერგო

© courtesy of Tariel Iberiტარიელ იბერი
ტარიელ იბერი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
НовостиTelegram
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ ნიჭიერ გიტარისტს, კომპოზიტორს და პედაგოგს, ტარიელი იბერს (ბერიმელაძეს) შეგახვედრებთ.
როცა ბავშვობაში გიტარაზე დაკვრა ისწავლა, მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ გავიდოდა დრო და ამ სფეროში, ბევრ საკითხში პირველი გახდებოდა. იყო დრო, ქუთაისში, ჯიმი ჰენდრიქსის კომპოზიციებს ასრულებდა. შემდეგ მუსიკალური გემოვნება შეეცვალა და გიტარაზე დაკვრის ხელოვნება სხვადასხვა მუსიკალურ სასწავლებელში დახვეწა. პირველად კლასიკური გიტარით ფართო მაყურებლის წინაშე გამოვიდა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სცენაზე, სადაც სპექტაკლი „ბერნარდა ალბას სახლი” მუსიკალურად გააფორმა. ამას იმავე ქალაქში ჩატარებული სოლო-კონცერტი მოჰყვა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მეგობრობდა ცნობილ ქართველ კომპოზიტორებთან, რომლებიც მისი თხოვნით, გიტარისთვის ინსტრუმენტალურ მუსიკას წერდნენ. მას ეკუთვნის გამოცემა პირველი ქართული მუსიკალური კრებულისა, სადაც გიტარაზე მორგებული ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შევიდა. თბილისის კონსერვატორიაში გიტარის კლასი სწორედ მისი ინიციატივით გაიხსნა.
წლებია უკვე ამერიკაში ცხოვრობს და უცხოურ პუბლიკას ქართულ მუსიკას და საკუთარ შემოქმედებას აცნობს. უჩვეულოა, მაგრამ პროფესიონალი გიტარისტი თითქმის ყველა სახის მუსიკალურ ნაწარმოებს ქართული ინტონაციებით აჟღერებს. წლების მანძილზე, კონცერტებით სხვადასხვა ქვეყანაში გამოდის და მასტერ-კლასებსაც ხშირად ატარებს. დანარჩენ მნიშვნელოვან ამბებს უშუალოდ მისგან შეიტყობთ...
© courtesy of Tariel Iberiტარიელ იბერის სარეკლამო პოსტერი
ტარიელ იბერის სარეკლამო პოსტერი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
ტარიელ იბერის სარეკლამო პოსტერი
- ბატონო ტარიელ, გიტარაზე დაკვრა ვინ შეგაყვარათ და სად დაიხვეწა თქვენი ოსტატობა?
- გიტარა ჩემმა ძმამ მიხეილმა შემაყვარა და გიტარაზე დაკვრის პირველი გაკვეთილებიც მან ჩამიტარა. ამის შემდეგ ქუთაისში, პედაგოგ გიორგი სილაევთან ვისწავლე. როგორც ჩემი თაობის ბევრი ბიჭი, თავიდან მეც როკით ვიყავი გატაცებული. შემდეგ დავამთავრე ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი, რომლის მერე კიევის მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. ქუთაისის თეატრში სპექტაკლის გასაფორმებლად მიმიწვიეს, სხვათა შორის, მაშინ სცენაზე ვუკრავდი. იმ პერიოდთანაა დაკავშირებული ჩემი მცდელობა, რომ მუსიკალური პიესები ვწერო.
© courtesy of Tariel Iberiგიტარისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი ტარიელ იბერი
გიტარისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი ტარიელ იბერი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გიტარისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი ტარიელ იბერი
- რომელია მუსიკალური ნაწარმოები, რომელმაც თქვენი მსოფლმხედველობა შეცვალა?
- ეს იყო ქართული მუსიკალური საგანძური - „შენ ხარ ვენახი“... მან მუსიკაში ჩემი თვალსაწიერი გაზარდა. ამის მერე გამიჩნდა ძლიერი სურვილი, რომ ქართული მუსიკა შემესრულებინა. ცხოვრების მანძილზე, შეიძლება ითქვას, იმ დროის ყველა ცნობილ ქართველ კომპოზიტორს შევხვდი. მათ შორის იყვნენ: ანდრია ბალანჩივაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, სულხან ცინცაძე, გია ყანჩელი და სხვები. მათ ავტოგრაფებს დღემდე სათუთად ვინახავ. მოკლედ ეს იყო მათთან ურთიერთობის ბედნიერი წლები. ამის მერე ქართველ კომპიზიტორთა ნაწარმოებების გიტარაზე შესრულება აქტიურად დავიწყე. ჩემი მიზანი იყო კლასიკური გიტარაზე მორგებული ქართული მუსიკალური რეპერტუარი შემექმნა.
© courtesy of Tariel Iberiგიტარისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი ტარიელ იბერი
გიტარისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი ტარიელ იბერი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გიტარისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი ტარიელ იბერი
- ამ სფეროში თქვენი ინიციატივით ბევრ საჭირო საქმეს ჩაეყარა საფუძველი...
- ამის დასტურად ფაქტებს მოგახსენებთ: 1985 წელს, თბილისში გაიხსნა მუსიკალური სასწავლებელი, სადაც პედაგოგად დავიწყე მუშაობა.1990 წელს, ჩემი ინიციატივით, ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში გიტარის კლასი გაიხსნა. 1986 წელს გამოვიდა ჩემს მიერ შედგენილი პირველი ქართული კრებული, სადაც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შევიდა. 1991 წელს ქუთაისის ოპერის თეატრში ჩავატარე პირველი ქართული საგიტარო მუსიკის კონცერტი, რასაც ორკესტრის თანხლებით კონცერტებიც მოჰყვა. შედგენილი მაქვს 14 საბავშვო კრებული და 1200 გვერდიანი კრებული, რომელშიც პროფესიონალი გიტარისტებისთვის თითქმის ყველა ფორმის ნაწარმოებია შესული: პიესები, ვარიაციები, სონეტები, კონცერტები და სხვა.
© courtesy of Tariel Iberiსტატია ტარიელ იბერზე უცხოურ პრესაში
სტატია ტარიელ იბერზე უცხოურ პრესაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
სტატია ტარიელ იბერზე უცხოურ პრესაში
- ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც უცხოეთში, კერძოდ, ამერიკაში, ქართულის მუსიკის პოპულარიზაცია დაიწყო. რაში გამოიხატებოდა ეს?
- სხვადასხვა წლებში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ამერიკის სხვა ქალაქებში, ქართულ საგიტარო მუსიკაზე ლექცია-შეხვედრები და საავტორო მუსიკის სოლო-კონცერტები ჩავატარე. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელმა მაყურებელმა და მუსიკის მოყვარულებმა გიტარაზე შესრულებული ქართული მუსიკა პირველად ჩემგან მოისმინა. 2007 წელს, ბოსტონის ფესტივალზე მიმიწვიეს. აქვე გეტყვით, რომ ჩემს შესახებ დაიწერა ინგლისურ ჟურნალში „Classical guitar” და ამერიკულ “Soundboard”-ში.
© courtesy of Tariel Iberiტარიელ იბერი
ტარიელ იბერი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
ტარიელ იბერი
- წლებია ამერიკაში ცხოვრობთ, თუმცა აქტიურად ურთიერთობთ ქართველ მუსიკოსებთან, ვისაც რეკომენდაციებს სისტემატიურად აწვდით...
- მე შევქმენი მეთოდი, რომელიც გავუზიარე მუსიკოსებს ჩემს წიგნში „როგორ ვასწავლოთ გიტარაზე დაკვრა ქართული პიესებით”. ამჟამად მისი დახმარებით, გამოცდილებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მყოფ გიტარის ხუთ ქართველ პედაგოგს ვუზიარებ. 2021 წლის ოქტომბერში, მშობლიურ ქუთაისში, ფაქტობრივად, ერთი მუსიკოსის ფესტივალი ჩავატარე. ის ლექციას და ვორქშოფს, მასტერ-კლასს და ჩემი მუსიკის ორ განყოფილებიან სოლო-კონცერტს მოიცავდა. სამომავლოდ, ქალბატონ ელენე ლომინაძის დახმარებით, გადაწყვეტილია, რომ ვორქშოპს და მასტერ-კლასებს ქუთაისის ოპერის თეატრში ჩავატარებ.
© courtesy of Tariel Iberiტარიელ იბერი მეუღლესთან ერთად
ტარიელ იბერი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
ტარიელ იბერი მეუღლესთან ერთად
- მიზანსწრაფი ადამიანი ხართ, შეგიძლიათ თქვათ, რომ იღბლიანიც ხართ?
- მიზანსწრაფვა და შრომისმოყვარეობა ჩემი ხასიათის მთავარი თვისებებია, მაგრამ ისიც უნდა გითხართ, რომ იღბლიანიც ვარ. მადლიერი ვარ ღმერთის, ჩემი მეუღლის, ლია ჩიხლაძის და ჩემი შვილის... ჩემს გოგონას, ნინიკოს, შვიდი წლის ასაკში უკვე ჰქონდა პირველი კონცერტი, 11 წლის ასაკში კი, მაყურებლის წინაშე ორგანყოფილებიანი სოლო-კონცერტით წარსდგა. სხვათა შორის, ჩემი 14 კრებულის შედგენის წინაპირობა ნინიკოს გიტარაზე დაკვრის სწავლა გახდა.
© courtesy of Tariel Iberiტარიელ იბერი
ტარიელ იბერი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
ტარიელ იბერი
- მიუხედავად თქვენს მიერ გაწეული ასეთი ფართო საქმიანობისა, ინტერნეტში, თქვენზე ქართული პუბლიკაციები, ფაქტობრივად, არ არის, არ წყალობთ ჟურნალისტებს?
- სიმართლე გითხრათ, აქამდე არ ვცდილობდი, რომ საკუთარი თავი წარმომეჩინა, მაგრამ დროთა განმავლობაში, მივხვდი, რომ რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, მართლაც მნიშვნელოვანია. ამიტომ მინდა, რომ ახალმა თაობამ ამის შესახებ იცოდეს. ბედნიერი ვარ, რომ ამ სფეროში ბევრ საკითხში პირველობა მე მერგო. მომავალში, სადაც უნდა ვიყო, რა დროც უნდა გავიდეს, ყოველთვის ქართულ კულტურას და ჩემს ქვეყანას მოვემსახურები...
ყველა ახალი ამბავი
0