Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ლაშუკამ ვეღარ გაქაჩა საჩუქრები?“ - შორენა ბეგაშვილი მიმოწერას აქვეყნებს

© courtesy of Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
პოპულარული ტელეწამყვანი და მოდელი კვლავ თავისუფალია
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა ბარათელს დაშორდა. ეს ფაქტი ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სოციალური ქსელის ხელმომწერებთან კითხვა-პასუხის დროს 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს დაადასტურა. „მარტო ვარ“, – დაწერა შორენა ბეგაშვილმა.
ჯერ კიდევ ზაფხულში შვებულება ბეგაშვილმა საყვარელ მამაკაცთან ერთად გაატარა ესპანეთში. უცნობია რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. შორენამ საყვარელ კაცზე დაახლოებით წელიწადნახევრის წლის წინ საჯაროდ საკუთარ გადაცემაში ისაუბრა. მსახიობმა და ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი იმის გამო შეუყვარდა, რომ ის იყო კაცი, რომლის სიტყვასაც ძალა აქვს და ის რასაც ამბობს, იმას ასრულებს.
ბეგაშვილის ცხოვრებაში უკანასკნელი პერიოდი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გრძნობებს აღარ მალავდა. დავით ბაგრატიონთან გასაიდუმლოებული რომანის და შემდეგ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან საიდუმლო ქორწინების მერე მან ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო.
შორენას რჩეული ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია", რომელიც შორენაზე 7 წლით უმცროსია, თუმცა ბეგაშვილი ამბობდა, რომ ეს მათ ურთიერთობააში საერთოდ არ იგრძნობოდა. ბარათელი ბოლო წლებია ესპანეთში ცხოვრობს. ის რამდენიმე წლის წინ საქართველოში დააკავეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითი დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და რადგან ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეც არ არის, სამართალდამცველებს მისი გათავისუფლება მოუწიათ.
„ინსტაგრამის“ „სთორიზე“ შორენა ბეგაშვილს კითხეს, რატომ დაშორდა ბარათელს. „ლაშუკამ საჩუქრები ვეღარ გაქაჩა, თუ შენ დაადე“ - მისწერეს მსახიობს, რაზეც ბეგაშვილმა დუმილი ამჯობინა.
ცნობილია, რომ ბარათელი ბეგაშვილს ძვირადღირებული საჩუქრებით და ყვავილებით ჯერ კიდევ ირაკლი ნანაძესთან ქორწინებისას ანებივრებდა. სწორედ ბარათელმა აჩუქა ბეგაშვილის გოგონას გასულ წელს დაბადების დღეზე ძვირადღირებული ავტომობილი, ასევე ახალი ბარათელის ნაჩუქარი ავტომობილით გადაადგილდებოდა ბოლო თვეებში მსახიობიც.
ყველა ახალი ამბავი
0